Загрузка...

19 წლის სალომე ვიბლიანს მე-4 ხარისხის გულმკერდ-წელის სქოლიოზი და გულმკერდის მალების ზედა მესამედში მალთაშუა სივრცეები მკვეთრად აქვს შევიწროებული, მხარი აქვს ამოვარდნილი და ნახევარი ფილტვი დაფარულია, რაც ბუნებრივია, სუნთქვაში უშლის ხელს. გოგონას გაუსაძლისი ტკივილების მოთმენა უწევს. იგი დმანისში მშობლებთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრობს.

– სადაღაც 15 წლის ასაკამდე ვერ შევამჩნიეთ ეს პრობლემა…. უსახსრობის გამო დღემდე ვერ გამიკეთდა ოპერაცია. ადრე არ მაწუხებდა ტკივილები. ახლა უკვე, როცა ძალიან გამირთულდა მდგომარეობა ტკივილებმაც შემაწუხა.

– სკოლაში ახერხებდი სიარულს?

Загрузка...

– სკოლაში ჩვეულებრივად დავდიოდი, მაგრამ უამრავ პრობლემას ვაწყდებოდი. ზოგჯერ სირულიც კი მიჭირდა, სუნთქვაშიც მეშლებოდა ხელი და გულის ტკივილებიც მაწუხებდა. სკოლა რომ დავამთავრე, მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა, უმაღლესში სწავლა ვეღარ გავაგრძელე, ვეღარ ჩავაბარე ავადმყოფობის გამო. მინდოდა ტურიზმზე მესაწავლა ან სამედიცინოზე. ასევე დამატებით სამოდელო სფეროშიც მომესინჯა ჩემი თავი, მაგრამ…

– საჭირო თანხის, 40 000 ლარი შეგროვების შემთხვევაში ოპერაცია როდის უნდა გაგიკეთონ?

-10 მარტს არის დაგეგმილი ოპერაცია. ცხრა მარტს დამაწვენენ ღუდუშაურის კლინიკაში, რა თქმა თუ მოგროვდა თანხა. ამჟამად სახლში ვარ, გამომიშვეს საავადმყოფოდან და ფულის ჩარიცხავმდე სახლში უნდა ვიყო.

სალომეს დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ ისარგებლოთ “დედების ფონდის”, www.pondi.ge დონაციის საიტით და უმარტივესი გადახდის მეთოდით სახლიდან გაუსვლელად, როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2

Загрузка...