loading...

სიყვარული… როგორი საოცარი, მშვენიერი გრძნობა… ყველას უნახავს და ესმის ეს საკუთარი იდეით. ყველა გრძნობს განსხვავებულად. თქვენი ასაკი, თქვენი ცხოვრების სტილი, ადამიანები თქვენ გარშემო – ყველაფერი ეს გავლენას ახდენს, თუ როგორი სიყვარული გინდათ და როგორი სიყვარული შეგიძლიათ მიიიღოთ. ადამიანებს ცხოვრებაში სამჯერ უყვარდებათ Break.Ge კი გაჩვენებთ როგორ

ახალგაზდობის სიყვარული

loading...

ეს არის ყველაზე საოცარი და მშვენიერი სიყვარული. ამ ასაკში ბევრი ცვლილებაა. მოზარდების განწყობა მერყეობს: შეიძლება იცინოდნენ, მაგრამ მეორე წუთს ტიროდნენ და დარდობდნენ.

ახალგაზრდული სიყვარული უჩვეულოა. მას აქვს საკუთარი უნიკალურობა. მაგლითად, ამ ასაკში უკვე გასაგებია, რომ მეგობრობაა და სიყვარული ძალიან მჭიდროდაა გადაჭდობილი ერთმანეთზე. ამ შემთხვევაში, ფლირტით მეგობრობა შესაძლოა ადვილად გადავიდეს სიყვარულში. ხშირად მოზარდები უფრო იმაზე ღელავენ თუ როგორ გამოიყურება თავიანთი ურთიერთობა გარედან, როგორ აღიქვამენ სხვები.

კომპლექსური სიყვარული

მეორე ტიპის სიყვარული კომპლექსურია. ასეთი სიყვარული დიდ ტკივილს ატარებს, დაკარგვის ტკივილს, ცბიერებას და ტყუილს. ამის შენარჩუნებას იმისთვის ვცდილობთ, რომ ის აქამდე გამოცდილისგან განსხვავებულია. მაგრამ თანდათანობით გააზრებას ვიწყებთ, თუ რა გვინდა ცხოვრებისგან და როგორ სახის ურთიერთობას ვეძებთ.

ძალიან ხშირად ამ ტიპის სიყვარული განმეორებადი ხასიათისაა. დრამა ნარკოტიკულია და არ გვაძლევს მცდარი წრიდან გამოსვლის საშუალებას. ეს სიყვარული ეფუძნება მარადიულად გაგრძელების სურვილს, მიუხედავად მრავალი ბარიერისა და დაბრკოლებისა.

მოულოდნელი სიყვარული

მესამე ტიპის სიყვარული მოულოდნელია. ის მოდის, როდესაც საერთოდ არ ველოდებით. ყველაფერი მარტივად ხდება. არ არსებობს გართულებები ან დაბრკოლებები. ეს სიყვარული არ შეესაბამება ჩვენეულ სასიყვარულო იდეას.

ამ დროს ვსწავლობთ სიყვარულს. ამ დროს ჩვენ შეგვიძლია დავისვენოთ და მთლიანად გრძნობებს მივენდოთ. მეტად აღარ ვჩქარობთ და სიამოვნებას ვიღებთ ცხოვრებით. ეს ის სიყვარულია, რომელიც მთელი დარჩენილი ცხოვრება გრძელდება.

loading...

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here