loading...

ამჯერად მინდა გაგიზიარო რამდენიმე მეთოდი, თუ როგორ მიაღწიო საუკეთესო ორგაზმს შენს სექსუალურ ცხოვრებაში. ამისთვის “სექსპერტების” სედი ალისონის და ივონ ფალბრაითის რჩევები უნდა გაითვალისწინო და ეცადო არ დაკმაყოფილდე მხოლოდ ვაგინალური, ან მხოლოდ კლიტორული ორგაზმით.

მოდი, გავაერთიანოთ და ვნახოთ აქაც მოქმედებს თუ არა სინერგიული ეფექტი. როგორც ამტკიცებენ, შედეგი ბევრად აღემატება შესაკრებთა ჯამს.
female-orgasm

1. რემიქსული შესავალი

loading...

გამოიყენე ერთდროულად ყველა “იარაღი”, სთხოვე პარტნიორს ერთდროულად მოახერხოს შენი G-წერტილის და კლიტორის სტიმულირება.

ყველაზე საინტერესო სიახლე: არანაირი შეზღუდვა, გამოიყენეთ ყველაფერი: თითები, ენა, ტრადიციული “ბერკეტი” თუ სექსუალური სათამაშოები. ამავდროულად შეცვალეთ სისწრაფე და შეხების ინტენსიურობა.

2. გადაწყვიტე, მიიღო მაქსიმალური სიამოვნება

ყველამ ვიცით კამა სუტრას 69-ე პოზის შესახებ, თუმცა მამაკაცები ამ მაგიურ რიცხვს ხშირად თავის სასარგებლოდ იყენებენ. რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ ხარ მასაც მიანიჭო სიამოვნება, თუმცა ამ ეტაპზე კონცენტრირება მხოლოდ საკუთარ თავზე მოახდინე – მიიღე რასაც იმსახურებ და დატკბი ყოველი წამით. “სამაგიეროს” გადახდას ყოველთვის შეძლებ.

durex-feel-tingle-lube-twin-pack-248-p

3. გამოიყენე ლუბრიკანტი

იმისთვის, რომ შეგრძნებები მაქსიმალურად სასიამოვნო და აბრეშუმივით რბილი გახდეს, დამხმარე საშუალებების გამოყენებასაც ნუ მოერიდები.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2 3

loading...