loading...

თუ ეჭვობ, რომ ორსულად ხარ, ზუსტი პასუხის მიღება მხოლოდ ტესტით ან სისხლის ანალიზით (ქორიონული გონადოტროპინის დონის განსაზღვრა) შეგიძლია. თუმცა არსებობს რამდენიმე სიმპტომი, რომელიც ორსულობის ადრეულ ეტაპზე ხდება შესამჩნევი. ორსულობის ადრეული სიმპტომები ძალიან ჰგავს პმს-ის (პრემენსტრუალური სინდრომი) სიმპტომებს, ამიტომ მათი გამოცნობა ხშირად რთულდება.

 

1. გამონადენი და ტკივილი მუცლის არეში

loading...

ჩასახვიდან რამდენიმე დღის შემდეგ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი მაგრდება საშვილოსნოს ღრუში, რაც ორსულობის ერთ-ერთ პირველ სიმპტომს – გამონადენს და ზოგჯერ მუცლის ქვედა არეში ტკივილს იწვევს. გამონადენს იმპლანტაციის სისხლდენა ეწოდება და განაყოფიერებიდან 6-12 დღის შემდეგ იწყება. ტკივილი ძალიან ჰგავს მენსტრუალურ ტკივილს, ამიტომ ამ სიმპტომების პმს-ის სიმპტომებთან გაიგივება ხშირი შეცდომაა. თუმცა განაყოფიერებით გამოწვეული დენა და ტკივილი სუსტია.

სისხლდენის გარდა ზოგჯერ გამოიყოფა თეთრი ფერის რძის კონსისტენციის გამონადენი, რომელიც ჩასახვისთანავე შეიმჩნევა. გამონადენი, რომელიც ზოგჯერ მთელი ორსულობის განმავლობაში გრძელდება, როგორც წესი, უსაფრთხოა და მკურნალობას არ საჭიროებს.

თუ გამონადენთან ერთად უსიამოვნო სუნი და წვის, ან ქავილის შეგრძნება შეიმჩნევა, შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციასთან გვქონდეს საქმე.

2. მკერდის ცვლილებები

ჩასახვის შემდეგ ქალის ორგანიზმში ჰორმონების დონე სწრაფად იცვლება, რაც მკერდის ზომაში მომატებას, ტკივილს და ქავილის შეგრძნებას იწვევს. ეს სიმპტომი შესამჩნევი ხდება ჩასახვიდან ერთი ან ორი კვირის შემდეგ. მკერდის ცვლილებები პმს-ის ერთ-ერთი სიმპტომია, ან შესაძლოა პოსტკოიტალური კონტრაცეპტივის მიღების შემთხვევაში მისი ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა იყოს.

3. დაღლილობა

ორსულობის ადრეულ ეტაპზე უჩვეულო დაღლილობის შეგრძნებაც შეიმჩნევა. ამ სიმპტომმა ჩასახვიდან ერთი კვირის თავზე შეიძლება იჩინოს თავი. მიზეზი ჰორმონ პროგესტერონის მომატებული დონეა.

თუ დაღლილობა ორსულობითაა გამოწვეული, საჭიროა დასვენება და პროტეინით და რკინით მდიდარი საკვების მიღება.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2

loading...