loading...

იმის სურვილი, რომ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს მოვწონდეთ ძალიან ნორმალურია, მაგრამ საინტერესოა რა მოსწონთ მამაკაცებს ქალებში. ლოგიკურია, რომ ყველა მამაკაცს ქალებთან მიმართებაში საერთო ინტერესები არ აქვს, თუმცა არსებობს კონკრეტული დეტალები, რომელიც მათ უმრავლესობას ხიბლავს, ასე, რომ რაც უფრო მეტი მამაკაცის მოხიბვლას მოახერხებთ, მით უფრო გაფართოვდება თქვენი არჩევანის არეალი. გთავაზობთ იმ თვისებებს, რომლითაც მამაკაცები ყველაზე ხშირად იხიბლებიან.

1) თავდაჯერებულობა

loading...

მამაკაცებს უყვართ, როცა ქალებს კომპლიმენტებით ამკობენ, და ვერ იტანენ იმ ქალების დარწმუნებაში დროის კარგვას, რომელთაც საკუთარი თავი გარეგნულად არ მოსწონთ. არ არსებობს მამაკაცისთვის იმაზე არამიმზიდველი ქალი, რომელსაც მუდამ ეჭვი ეპარება საკუთარ გარეგნობაში.

2) სხვა ქალებთან დამოკიდებულება

თუ თქვენ სხვა ქალებს მუდამ უარყოფითად აფასებთ, იწუნებთ ყველას გარეგნობასა და ხასიათს მამაკაცები ამ ყველაფერს კარგად ამჩნევენ და არც თუ ისე იხიბლებიან – ეს ყველაფერი ხომ თქვენი პირადი კომპლექსებიდან მომდინარეობს, შურიანი და ბოროტი ქალები კი არავის არ უყვარს.

3) სტილი

შესაძლოა მამაკაცები ქალებთან შედარებით ნაკლებად ერკვევიან მოდის უახლეს ტენდენციებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათთვის სულერთია თუ რა აცვია ქალს. თქვენი სტილი შესაძლოა მამაკაცისთვის გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს ურთიერთობის დასაწყის ეტაპზე, რადგან ყველა მამაკაცს აქვს თავისი შეხედულებები როგორ უნდა გამოიყურებოდეს მის გვერდში მყოფი ქალბატონი.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2 

loading...