loading...

სხეულში ანემიის გამომწვევი ცვლილებები მრავალფეროვანია. ის ხშირად ვითარდება სხვადასხვა დაავადების, სისხლწარმოქმნაში მონაწილე ფაქტორების უკმარისობისას, სისხლში საკმარისი რაოდენობით ჰემოგლობინისა და პროტეინის ნაკლებობისას, რაც მას წითელ შეფერილობას აძლევს.

ანემიის სიმპტომები

თუ თავს ხშირად გადაღლილად გრძნობთ, იმ შემთხვევაშიც თუ კარგად გამოძინებული ხართ და ენერგია მაინც არ გყოფნით, შესაძლოა პრობლემა ანემია იყოს. ის ხშირ შემთხვევებში ძირითადი მიზეზია მეხსიერებისა და ხასიათის პრობლემების. ამ დაავადებას ასევე ახასიათებს:

  • სისუსტე
  • თავბრუსხვევა
  • კანის სიფერმკრთალე
  • თავისტკივილი
  • მგრძნობელლობის დაქვეითება ხელებსა და ფეხებში
  • სხეულის დაბალი ტემპერატურა
loading...

ანემიის დროს, რადგანაც სისხლში ჟანგბადი ნაკლებადაა, გულს უფრო აქტიურად უწევს მუშაობა სხულის ორგანოების ჟანგბადით მოსამარაგებლად, რაც არითმიის, სუნთქვის ნაკლებობისა და მკერდის არეში ტკივილის შეგრძნების გამომწვევი ხდება.

ცნობილია, რომ ანემია ხშირად ვითრდება 2 წლის ასაკის ბავშვებშიც, რადგანაც მათი კვების რაციონი ნაკლებად შეიცავს რკინით გამდიდრებულ საკვებს. მათ ვისაც ანემია აქვს, შესაძლოა გაუჩნდეთ ძლიერი სურვილი შეუფერებელი რაღაცეების ჭამის, როგორიცაა ყინული, თიხა და ა.შ.

 

ანემიის გამომწვევი მიზეზები

ადამიანები ქრონიკული დაავადებებით დიდი რისკის ქვეშ დგანან ამ დაავადების განვითარების. ქალებში ამ პრობლემას ამძაფრებს, მენსტრუალური პერიოდები, ორსულობა. თირკმლის დაავადებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ორგანიზში სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის ფუნქციაზე. საკვები რაციონი, რომელიც ნაკლებია რკინით, ფოლით და ვიტამინ B12-ით, ასევე ზრდის ანემიის გაჩენის რისკებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს დაავადება მემკვიდრეობითაც შეიძლება იქნეს მიღებული.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2

loading...