loading...

1.სისხლის მიმოქცევა – მოწევისთვის თავის დანებების გადაწყვეტილების მიღება რთულია, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ბოლო ღერის მოწევიდან მხოლოდ 20 წუთის გასვლის შემდეგ, პულსი და სისხლის მიმოქცევა იწყებს ნორმალიზებას.

2. ჟანგბადი – მოწევისთვის თავის დანებებიდან 8 საათის შემდეგ, სისხლში ჟანგბადის დონე იზრდება.

loading...

3. გულის შეტევა – მოწევისთვის თავის დანებებიდან 24 საათის შემდეგ, მცირედით, მაგრამ მაინც, შემცირებულია გულის შეტევის რისკი. მიუხედავად იმისა, რომ მოწევის სურვილი უფრო იზრდება და ამის გამო გაღიზიანებული ხართ, უნდა იცოდეთ, რომ ორგანიზმი იწყებს გაწმენდას მავნე ნივთიერებებისგან და ერთი დღის თავის დანებების შემდეგაც, უკვე სერიოზული ცვლილებებია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით.

4. მგრძნობელობა – იზრდება ადამიანის მგრძნობელობა თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებებიდან 48 საათის შემდეგ. უმჯობესდება გემოს შეგრძნება. ნახავთ, რომ საკვები უფრო გემრიელია, ასევე გაგიუმჯობესდებათ სმენის ხარისხიც, ყნოსვა და მხედველობა.

5. ცირკულაცია – თამბაქოს მოწევის თავის დანებებიდან 2 კვირის შემდეგ, ორგანიზმში მნიშვნელოვნად უმჯობესდება სისხლის მიმოქცევის ხარისხი. აღმოაჩენთ, რომ უფრო მარტივად შეგიძლიათ შორ მანძილზე ფეხით გადაადგილება და მარტივად არ იღლებით. 30%-ით უმჯობესდება ფილტვების მუშაობის ხარისხი.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2 3

loading...