loading...

მამაკაცები გულახდილ საუბარზე დავითანხმეთ და ქალებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საიდუმლოებები გამოვააშკარავეთ. მაშ ასე, წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ იდეალური ურთიერთობის შესანარჩუნებლად.

loading...

 

ემოციები

“ნუ მოიტყუებით, ყალბი ემოცია არავის სჭირდება და ნუ გგონიათ, რომ ვერ ვამჩნევთ, როდის ცრუობთ.”

კომპლიმენტები

“შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ბიჭებსაც ისევე ახარებთ კომპლიმენტების მოსმენა, როგორც გოგონებს. ნუ დაგეზარებათ, მოგერიდებათ და შეგვიქეთ საქციელი, სამოსი. ამით გვასიამოვნებთ.”

იუმორის გრძნობა

“თუ ქალს კარგი იუმორის გრძნობა აქვს და კაცის გაცინება შეუძლია, ეს ნამდვილი დღესასწაულია. ქალი იუმორის (შეიძლება ზოგჯერ ბილწიც) გრძნობით, ნამდვილად მიმზიდველია ჩვენთვის.”

მიღება

“მამაკაცისთვის სასიამოვნოა, როცა ქალი იღებს მას ისეთს, როგორიცაა და არ ცდილობს მის გადაკეთებას. მიგვიღეთ, როგორც ჩამოყალიბებული ინდივიდები და ნუ ეცდებით ჩვენთვის ჭკუის სწავლებას.”

სიმართლე

“ვერ შეინარჩუნებთ ჩვენთან ურთიერთობას, თუ მართლები არ იქნებით. ნუ გგონიათ, რომ ვერ ვხვდებით თქვენს ქალურ ხრიკებს. უბრალოდ, არ გვინდა გული გატკინოთ. იყავით მართლები და ამით უფრო გავამყარებთ კავშირს.”

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2

loading...