loading...

1.    დედობა — ქალურობის გამოხატვის ერთ-ერთი ბოლო საშალებაა

და ამ როლმა, შესაძლოა ქალს დააკარგვინოს განცდა, რომ არის სექსუალური ობიექტი. დროის უდიდეს ნაწილს დედა ატარებს ბავშვთან, უვლის და ზრუნავს მასზე. პარკში ასეირნებს და ამ დროს სპორტულ ფორმაშია, თავის მოვლას ფაქტიურად ივიწყებს.

loading...

თუმცა, ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ ბავშვის გაჩენის, მოვლისა და აღზრდის გარდა, ძველებურად გვერდით გყავთ საყვარელი მამაკაცი, რომელსაც რაც უფრო ხშირად აკოცებთ, მით უფრო მალე მიხვდებით, რომ თქვენ პირველ რიგში ხართ ქალი! რომ ძველებურად შეგიძლიათ ცხოვრების სხვა მხარეებითაც დატკბეთ და მხოლოდ ბავშვის ან სახლის მოვლით არ დაკავდეთ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ამას ვერასოდეს გააცნობიერებთ, თუ არ ფიქრობთ სექსზე და თქვენთვის სულ ერთია ქმართან ამ მხრივ საკითხი როგორ გაქვთ დალაგებული.

2.    თუ თქვენ გსურთ, რომ ქმარი იქცეოდეს ნამდვილი მამაკაცივით, მას უნდა მოექცეთ როგორც მამაკაცს!

ქალებმა მამაკაცებს თავი უნდა აგრძნობინონ სიყვარულის ობიექტად: ამის შემდეგ ისინი უფრო მარტივები გახდებიან და თქვენდამი დამოკიდებულებაც გამოუსწორდებათ. ამის შეგრძნების შემდეგ მათაც ძლიერ მოუნდებათ თქვენთან ყოფნა. თუ თქვენ დაღლილი ხართ, ძალა და ენერგია არ გყოფნით, სადილი დაუკვეთეთ რესტორანში და ნუ დაიწყებთ მის მომზადებას, რათა ბავშვის დაძინების შემდეგ განმარტოებისას, შეძლოთ ქმართან სითბოსა და ალერსის გამოხატვა.

უპრიანი იქნება ურთიერთბის სხვა მომენტებშიც ადეკვატურად მოქცევა, მაგალითად რაც შეიძლება ხშირად გაუღიმეთ, მოეფერეთ, გააცილეთ სამსახურში წასვლისას და თბილად შეხვდით როცა სახლში დაბრუნდება. ხშირად დაენახვეთ შიშველი. მომენტი, როცა კარგ ადამიანს შეუძლია იყოს კარგი და სასურველი ქალიც – ძალიან მნიშვნელოვანია ცოლ-ქმრულ ურთიერთბებში. თუ ყურადღებიანი გახდებით, რამოდენიმე კვირაში გაგიკვირდებათ კიდეც, რატომ აქამდე არ გინდებოდათ ქმართან ფიზიკური სიახლოვე ყოველდღიურად.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2 3

loading...