loading...

ფიქრის თემა იმ მამაკაცთან სექსის დროს, ვისთან ერთადაც უკვე ფუთი მარილი გაქვს ნაჭამი, უკვე ცნობილია – ეს კოსმიური რემონტია. მაგრამ კლასიკურ აზრზე – “შევათეთროთ ჭერი თუ არა” – ლაპარაკიც კი ზედმეტია, როცა ინტიმური სიახლოვე ორ სქესს შორის პირველად ხდება.
აღმოჩნდა, რომ ამ დროს ქალებს სრულიად სხვა პრობლემები აწუხებთ. შეკითხვას: “რა აზრები მოგდით თავში მამაკაცთან პირველი სექსი წინ?” ერთ-ერთი უცხოური პორტალის 11 ათასმა მკითხველმა ქალმა უპასუხა.
რესპონდენტი ქალების უმეტესობა (1651 ქალი) წუხდა იმის გამო, რომ გაშიშვლების დროს ყველაფერი გაცხადდებოდა და მამაკაცი მის ცელულიტს შეამჩნევდა.

loading...

 

დიახ, რეკლამამ თავისი შავი საქმე გააკეთა და უკვე რთულია მოიძებნოს 5 წელზე მეტი ასაკის ძლიერი სქესის წარმომადგენელი, ვისთვისაც ცნობილი არ არის “ფორთოხლის კანის” შესახებ.

ცელულიტზე ნერვიულობის შემდეგ მეორე ადგილზე კიდევ ერთი აკვიატებული აზრი გავიდა. გამოკითხულთა 12% (1413 ადამიანი) ამ დროს ყველანაირად ცდილობს, შეისუნთქოს მუცელი (სხვათა შორის, რომ იცოდეთ, “ზურგზე წოლისას” მუცელი ისედაც შეზნექილია), 12% (1409 ქალი) – ფუშ-აფის გამოყენების ოსტატი – ნერვიულობს მკერდის ზომის გამო. ამ უკანასკნელთ ვურჩევთ, მაგალითი აიღონ მირანდა კერისგან, რომლის მკერდიც თითქოს ჯადოსნური ჯოხის მეშვეობით ხან დიდდება, ხან მცირდება და მისი პატრონი კი ამის გამო სულაც არ ნერვიულობს და უამრავი მამაკაცისთვის საოცნებო ქალად რჩება.

გამოკითხულთა 11% (1217 მონაწილე) განსაკუთრებით მძაფრად განიცდის ინტიმური მომენტის დროს ზედმეტ წონას. ეს უკანასკნელნი უარს არ იტყოდნენ, რომ ჩაცმულ-დახურულებს ჰქონოდათ სექსი, ოღონდ კი საკუთარი სხეული სააშკარაოზე არ გამოეტანათ.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2

loading...