Загрузка...

გაინტერესებთ, თუ როგორ იქცევიან სხვადასხვა ნიშნის ქალები საწოლში? ამის გაგებაში ჩვენი რედაქცია დაგეხმარებათ. უფრო მეტი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ სტატია…

თხის რქა

Загрузка...

თხის რქები თავის სურვილებზე არიან ორიენტირებულნი და პარტნიორის გულისთვის თავს არ შეიწუხებენ.სამაგიეროდ, მშვენივრად იცნობენ საკუთარ თავს და ზუსტად იციან, რა უნდათ და როდის.ამიტომ, თუ მის ბლოკნოტში გაჩნდა პუნქტი “სექსი”, ეს ნიშნავს, რომ თხის რქა განწყობაზეა ნამდვილი “ხანძარი” დაანთოს, და თუ განწყობა არ აქვს, ნუ მოაბეზრებთ თავს უშედეგო ალერსით, შედეგად შესაძლოა რქაც კი მოგიქნიოთ.დიახ, ეს მას ნამდვილად შეუძლია.

მერწყული

მერწყულებს სპონტანურობა უყვართ.თუ გსურთ სასიყვარულო განწყობა დაუკარგოთ, უთხარით რამე, ამის მსგავსი:“რას იტყვი, დღეს საღამოს სექსი ხომ არ დაგვეგეგმა?” მორჩა, მერწყული მთელკვირიან ბოიკოტს გამოგიცხადებთ, რადგან მისი რწმენით ეს სპონტანურად და ბუნებრივად უნდა მოხდეს. ჯანდაბა, რა გეგმა საერთოდ?! ამიტომ, მერწყულის პარტნიორი პიონერივით მუდამ მზად უნდა იყოს და თუ მზად არ აღმოჩნდა, ისევ ბოიკოტს გამოუცხადებენ, მაგრამ ამჯერად ერთთვიანს.მერწყულს თუ უარს ეტყვით, ჩათვლის, რომ ყველაფერი მორჩა, აღარ გიყვართ და ყველაფრის თავიდან დაწყება მოგიწევთ.დიახ, სწორად მიხვდით, პირველი პაემნით უნდა დაიწყოთ.

თევზები

თევზებს განსაკუთრებული განწყობა და იდეალური გარემო სჭირდებათ:სიბნელე, სიჩუმე, ქარი არ იძვრის, არაფრის სუნი არ დგას…ყურადღება არაფერმა არ უნდა გაუფანტოს, რადგან თავად არაფრის გაკეთებას არ აპირებს, ეს პარტნიორის საქმეა.“ქალბატონი უკვე საწოლშია და თქვენ გთხოვთ”© დაახლოებით ეს სცენარია.თევზის პარტნიორს მართებს იცოდეს, რომ ოსტატურად უნდა მოიქცეს, მაგრამ როგორ-ამას თევზებს ნუ ჰკითხავთ, ყურადღებას ნუ გაუფანტავთ.

ვერძი

სექსუალური ვერძების დევიზია-უფრო ჩქარა, უფრო ძლიერად, უფრო მეტი.ვერძი-ვნების ქარიშხალია, სასიყვარულო თამაშების ინიციატორი თავადაა და ყველაფერს თვითონ აკეთებს. პარტნიორს ისღა დარჩენია გაბედულად აყვეს. ვერძი ქალბატონები ვერ იტანენ როცა საკმარისად არ ცდილობთ, და შეუძლიათ ამის გამო თქვენი მამაკაცური თვითშეფასება გაანადგურონ, ამიტომ, თუ დარწმუნებული არ ხართ-არ დაიწყოთ.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2 3

Загрузка...