loading...

ძალიან რთულია მარტოობას შეჩვეული გოგონას სიყვარული, რადგან ის ყველაგან განსხვავდება, ყველაზე კერკეტი კაკალია და კედლებსაც ყველაზე მაღალს აშენებს, რადგან ზედმეტად დიდხანს იყო ამ კედლებში გამომწყვდეული.

კედლები იმ სამყაროს ნაწილია, რომელიც თვითონ შექმნა, ერთის მხრივ თავდაცვისთვის იყენებს, მეორეს მხრივ კი, მის ინდივიდუალურობას განსაზღვრავს. კედელი – ერთგვარი ჯავშანია, მის უკან კი, ის სამყარო და ცხოვრება იმალება, რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნის. ამგვარი გარსი თითქოს იცავს მას და უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, ამიტომ, ძალიან რთულია მის ცხოვრებაში თქვენთვის ადგილის პოვნა.

loading...

მარტოობას შეჩვეული გოგონა ყოველთვის გაგრძნობინებთ, რომ არაფერში სჭირდებით, რადგან ისე ხშირად გაიმეორებს ფრაზებს: „თვითონაც შემიძლია ამის გაკეთება“, „ნუ იდარდებ, მე გავაკეთებ“, „თვითონ გავერკვევი“, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად იგრძნობთ საკუთარ  უსუსურობას, რადგან მას მართლაც ყველაფრის გაკეთება თვითონ შეუძლია. თუმცა, თუ არ სჭირდებით, სულაც არ ნიშნავს, რომ არ უნდა თქვენს გვერდით ყოფნა.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2 

loading...