loading...

შენი საყვარელი ადამიანი – შენი დღის საუკეთესო ნაწილია. ადამიანი, რომელზეც გაღვიძებისთანავე ფიქრობ – შენი მეორე ნახევარია. თუ ადამიანი ნამდვილად გიყვარს, ის პირველია, რომელზეც გაღვიძებისთანავე იწყებ ფიქრს და ძილის წინაც მასზე გეფიქრება. ის, რაც შენ გარშემო ხდება, გინდა პირველ რიგში მას გაუზიარო.

მას საკუთარ ინტერესებზე წინ აყენებ

loading...

თუ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან პერსონად მხოლოდ საკუთარი თავი წარმოგედგინა, მაგრამ მისი გამოჩენის შემდეგ ჯერ მასზე ფიქრობ და მერე საკუთარ თავზე, შენი გრძნობა სერიოზულია. სწორედ ესაა სიყვარული – საყვარელი ადამიანი საკუთარ თავზე მეტად შეიყვარო.

მისთვის ყველაფერს აკეთებ 

როცა შეყვარებული ხარ, საყვარელი ადამიანისთვის ყველაფერს გააკეთებ კი არა, შეუძლებელსაც შეძლებ. როცა ადამიანი მოგწონს, მისთვისაც შეგიძლია ბევრი რამის გაკეთება, მაგრამ როცა შეყვარებული ხარ, შენი შესაძლებლობები უსაზღვროა.

არ გეშინია გრძნობების გამოხატვის

როცა ნამდვილად შეყვარებული ხარ, გსურს, მთელმა მსოფლიომ შეიტყოს ამის შესახებ და არც გრძნობების სახალხოდ გამოხატვის გრცხვენია. როცა ადამიანი უბრალოდ მოგწონს, სახალხოდ გრძნობების გამოხატვის მოგერიდება.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2 3

loading...