loading...

მამაკაცები დარწმუნებული არიან, რომ ქალებს მხოლოდ კონკურენცია გამოსდით კარგად, “ნამდვილი მეგობრობა” კი, მარტო თვითონ შეუძლით. საინტერესოა, ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქალბატონია საუკეთესო მეგობარი და ვინ ამართლებს მამაკაცების მოსაზრებას?!

ვერძი – თავგანწირული მეგობარია. ყოველთვის მზადაა მხარდაჭერისთვის, თავისუფლად შეუძლია საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა და ნებისმირის, რაც მთავარია უანგაროდ დახმარება. მაქსიმალისტ ვერძს ძალიან არ უყვარს შუა გზაზე გაჩერება და ზოგჯერ საკუთარი ჯანმრთელობის ფასად მიჰყავს დაწყებული საქმე ბოლომდე.

loading...

კურო – სასიამოვნო ქალბატონია, რომელიც მეგობრების ნდობით სარგებლობს და ყოველთვის შეუძლია დახმარება, მთავარია ფინანსურ საკითხებს არ შეეხოთ არასდროს, რადგან ვერც მატერიალურ მხარდაჭერას მიიღებთ და მეგობარსაც სამუდამოდ დაკარგავთ.

ტყუპები – ოპტიმისტი და ყოველთვის მსუბუქი, იდეალური კომპანიონია მოგზაურობისას. მასთან ერთად სასიამოვნოა ექსკურსიის მოწყობა და ღირსშესანიშნაობების დათვარიელება, თუმცა, მოგიწევთ მისი გაუთავებელი საკურორტო რომანების, კავალერების გაძლება და გაუთავებელი ყბედობის მოსმენა, შვებულების ბოლოს კი, მიხვდებით, რომ დასვენების ნაცვლად, ძალიან დაიღალეთ.

კირჩხიბი – სამართლიანად იმსახურებს “ნამდვილი მეგობრის” სტატუსს, მაგრამ ალტრუისტს ნამდვილად ვერ დაარქმევთ, რადგან მგრძნობიარე და გულისხმიერი, პრაქტიკული და საკმაოდ ანაგარებიანიცაა. რა თქმა უნდა, თუ გაგიჭირდათ აუცილებლად დაგეხმარებათ, მაგრამ ისე, რომ თვითონ არაფერი დააკლდეს. კირჩხიბი კარგი დიასახლისი, მეუღლეა და ოჯახით გატაცებულს, ხშირად მეგობრებისთვის დრო საერთოდ არ რჩება.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2 3

loading...