loading...

ვერძი

ასტროლოგიურ ნიშნებს შორის ყველაზე გულახდილი და გულუბრყვილო ვერძები სიმთვრალეში კიდევ უფრო გულახდილები ხდებიან და ყვებიან ყველაფერს, რაც კი გაახსენდებათ. მთვრალი ვერძი ძალიან სახალისო და ენერგიულია. მასთან არასდროს მოიწყენთ. ვერძი 2 ჭიქის მერე ფლირტზე მარტივად გადადის და იმდენს ლაპარაკობს, რომ თავბრუს ახვევს გარშემომყოფებს. თუ მთვრალი ვერძის სახლში ხართ წვეულებაზე, ის ხშირად შეამოწმებს ყველა სტუმარს, აქვს თუ არა სასმელი და დაინტერესდება, ვინმეს ხომ არ სჭირდება დახმარება. ვერძის მიზანია, მისი სტუმრები ისე გრძნობდნენ თავს, როგორც თავად გაუხარდებოდა.

loading...

მთვრალი ვერძი:

კურო

მთვრალი კუროს ამოცნობა რთული არ არის. მას ყველაზე ბანალურ ხუმრობაზეც კი შეუძლია ტირილამდე იხარხაროს და ამით საზოგადოების ყურადღება მიიქციოს. ხშირად, სიმთვრალეში კუროები სხვადასხვაგვარ ხათაბალაში გაემბმებიან ხოლმე. უყვართ წინ და უკან სიარული და სანამ ბოლომდე არ დაიღლებიან, არ ჩერდებიან. სიმთვრალეში თუ რამე არ მოსწონთ, თავიანთ სიჯიუტეს ბოლომდე ავლენენ და შეუძლებელია წინააღმდეგობის გაწევა. ასეთ მდგომარეობაში ჯობია კუროს გაერიდოთ და მარტო დატოვოთ, სანამ დაავიწყდება ის, თუ რაზე გაბრაზდა. მთვრალ კუროებს ხშირად სჩვევიათ ტანსზემოთ გახდა, რადგან სიმთვრალეში სიმხურვალის ატანა უჭირთ. კუროსთან თუ გინდათ კარგად იქეიფოთ, ნუ გააბრაზებთ.

მთვრალი კურო:

ტყუპები

ტყუპები, როგორც ცნობილია, გაორების ნიშანია, წარმოიდგინეთ გაოთხმაგებული მთვრალი ტყუპები მუდმივად ცვალებადი იდეებითა და აზრებით. სხვა ნასვამი ნიშნებისგან განსხვავებით, სიმთვრალეში ტყუპები მცირედით იცვლებიან, თითქმის ისეთივე რჩებიან, როგორებიც სიფხიზლეში. რა თქმა უნდა, ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ, თუ სიტუაცია და ადამიანები მობეზრდათ, უხეშობას ავლენენ ხოლმე. ზოგადად, ტყუპები ტყუილის მიმართ არატოლერანტულები არიან. ასევე, მათ კარგად ამახსოვრდებათ სიმთვრალეში მისთვის ნათქვამი ტყუილები, რაზეც პასუხს მეორე დღეს აუცილებლად გაგებინეთ, თანაც მწარედ. ასე რომ, იყავით გულწრფელი ტყუპებთან, მიუხედავად მისი ფხიზელი თუ ნასვამი მდგომარეობისა.

მთვრალი ტყუპები:

კირჩხიბი

თუ მთვრალ კირჩხიბს გადაეყარეთ, მთელი დრო მის დამშვიდებაში უნდა გაატაროთ, რადგან თითქმის სულ ტირის და იატაკზე დამხობილი მთელი გულით მოთქვამს წვრილმან თუ მსხვილმან პრობლემებზე. კირჩხიბსაც, ტყუპების მსგავსად, სიმთვრალეში ხშირად ეცვლება განწყობა. ერთ მომენტში უზომოდ ბედნიერია, გავა რამდენიმე წუთი და შეიძლება ისე გაბრაზდეს, რომ ეჩხუბოს ყველას ან ტირილით გავიდეს მეორე ოთახში. ამ მდგომარეობამდე კირჩხიბები სწრაფი სმის გამო მიდიან. პირველი ჭიქიდან მოყოლებული ისე სწრაფად ცლიან მომდევნო ჭიქებს, რომ ამოსუნთქვასაც ვერ ასწრებენ ხოლმე. შედეგიც არც ისე სახარბიელოა.  ქეიფის ბოლოს ზოდიაქოს ეს ნიშანი თითქმის სულ ცუდ ხასიათზეა ან ცუდად გრძნობს თავს.

მთვრალი კირჩხიბი:

ლომი

ძალიან გაგიჭირდებათ მთვრალი ლომისთვის იმის დამტკიცება, რომ ის ნამდვილად მთვრალია. ზოგადად, ლომებს საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვა არ უყვართ. სანამ სასმელი ბოლომდე არ იმოქმედებს, მანამდე დიდი ძალისხმევით, ლომები ინარჩუნებენ თავიანთ მედიდურობას, თუმცა სიმთვრალის ბოლო სტადიაზე, ყოველგვ

არი თავშეკავება იხსნება და ლომი თავდავიწყების მორევში გადადის. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები სიმთვრალეში ძალიან მხიარული და გართობის მოყვარულები არიან. სჩადიან ათასგვარ სისულელეს, რომლებსაც მეორე დღეს ნანობენ და საკუთარ თავზე ბრაზობენ.

მთვრალი ლომი:

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2 3

loading...