Загрузка...

ალბათ გახსოვთ ცნობილი ზღაპარი მახინჯი იხვის ჭუკის შესახებ, რომელიც საბოლოო ჯამში ულამაზეს გედად გადაიქცა. ცხოვრებაშიც ხშირად ვხვდებით ზღაპრის ანალოგიებს. ასე მაგალითად, ასტროლოგების აზრით, არსებობს ქალების კატეგორია, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად იწყებს ვიზუალური იმიჯის დახვეწას. მაშინ, როცა ზოგიერთი ქალი ახალგაზრდობაში ყვავის და სილამაზის შესანარჩუნებლად არანაირი მსხვერპლის გაღება არ სჭირდება. თუმცა, როგორც დიადი კოკო შანელი ამბობდა: ‘”20 წლის ქალს ის სახე აქვს, რომელიც ბუნებამ მისცა; 30 წლისას ის სახე აქვს, რომელიც ცხოვრებამ გამოუძერწა; 50 წლისას კი ის სახე აქვს, რომელიც დაიმსახურა”. ასე რომ ქალები, რომელთაც საკუთარი ვიზუალის გამოძერწვის ნიჭი გააჩნიათ სულ სხვა კატეგორიას განეკუთვნებიან და ყველას როდი ხელეწიფება იმუშაოს საკუთარ თავზე.

 

ტყუპები

Загрузка...

ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალებს, ძირითად შემთხვევაში მუდმივი ახალგაზრდობის შენარჩუნებაში თავად ცხოვრებისადმი დამოკიდებულება უწყობს ხელს. ქალი ტყუპი იშვიათად იტვირთავს თავს ზედმეტი დადრით და განცდებით, სტრესი და ნერვიულობა კი მოგეხსენებათ სახის კანის პირველი მტერია. გარდა ამისა, ტყუპი ყოველთვის ბავშვებად რჩებიან შინაგანად, რის გამოც მათი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ დიდი პრობლემების გადატანის შემდეგაც ხალასი, სუფთა და ოპტიმისტურია. ისინი ხშირად იცინიან და წვრილმანებით ბედნიერების განცდის ნიჭი გააჩნიათ – ეს ყველაფერი კი მათ ვიზუალურ იმიჯზეც აისახება დადებითად.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2

Загрузка...