Загрузка...

სიყვარულს ყველა თავისებურად გამოხატავს – ზოგი მუდმივად კარგ განწყობაზეა, ზოგს სულ საკუთარ გრძნობებზე უნდა ლაპარაკი, ზოგი კი, სიყვარულით ფრთაშესხმული დარწმუნებულია, რომ მთებს გადადგამს. საინტერესოა, რამდენადაა დამოკიდებული შეყვარებულის ქცევა მის ზოდიაქოს ნიშანზე?

ვერძი

Загрузка...

შეყვარებული ვერძი პატარა ბავშვივითაა, სულ კარგ განწყობაზეა და სამყაროს მხოლოდ ვარდისფერად ხედავს. გარდა ამისა, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები საკმაოდ პირდაპირები არიან და საკუთარ გრძნობებსაც თავისუფლად გამოხატავენ. თუ ენერგიული და იმპულსური ვერძის გრძნობა უპასუხოდ დარჩა, მას გაბრაზება, შეტევაზე გადასვლა და სერიოზული უსიამოვნებების მოტანაც შეუძლია.

კურო

შეყვარებული კურო ფრთხილად გადადის შეტევაზე და საკუთარი სიმპათიის ობიექტის ზრახვებს მრავალრიცხოვანი შეკითხვებით არკვევს. თუ გაგიმართლათ და კუროს კეთილგანწყობა დაიმსახურეთ, მაშინ უბედნიერესი იქნებით, რადგან მას ყოველთვის თავისუფლად შეუძლია საკუთარი ინტერესების რჩეულის სასარგებლოდ დათმობა.

ტყუპები

ტყუპები ყველაზე კომუნიკაბელური ზოდიაქოს ნიშანია, შეყვარებული ტყუპების შეჩერება კი, პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან გაუთავებლად ლაპარაკობენ საკუთარ გრძნობებზე და ხშირად ყველას, მათ შორის საყვარელ ადამიანსაც თავს აბეზრებენ. ტყუპებს ძალიან მოსწონთ ფლირტი და ადვილად გამოსდით თავის მოწონება, თუმცა, საკმაოდ სწრაფად კარგავენ ინტერესს და აბსოლუტურად არ უწევენ ანგარიშს პარტნიორის გრძნობებს.

კირჩხიბი

შეყვარებული კირჩხიბი განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩევა, მუდმივად პარტნიორის სიამოვნებაზე ფიქრობს დ ვერც ხვდება, რომ ხშირად საკუთარი სიყვარულით ახრჩობს მას. თუ კირჩხიბი მეგობრების და ოჯახის წევრების გაცნობას გთავაზობთ, დარწმუნებული იყავით, რომ ის სერიოზულადაა განწყობილი ოჯახის შექმნისთვის და თუ იგივე გეგმები არ გაქვთ, დროა თავს უშველოთ.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2 3

Загрузка...