loading...

Break.Ge გთავაზობთ ძალიან საინტერესო ტესტს: რა არის ცხოვრებაში მთავარი საკითხი, რაც ბედნიერების მოსაპოვებლად გჭირდება? როგორი რჩევა დაგეხმარებათ ამ საკითხთან დაკავშირებით? აირჩიეთ რომელიმე ალქიმიური სიმბოლო და გაარკვიეთ.

ლომი

ლომი მზის სიმბოლოა და თქვენთვის საჭიროა, რომ საკუთარი ბედნისწერა გააკონტროლოთ.

loading...

თქვენი დღევანდელი ცხოვრება ძალიან გაბეზრებთ თავს? გინდათ კიდევ ერთხელ ჩაისუნთქოთ თავისუფლების ჰაერი? აირჩევდით ცხოვრებაში სხვა ბილიკს თუ შანსი კიდევ ერთხელ მოგეცემოდათ? არსებობს იმის მიზეზი რატომ გააკეთეთ, რაც გააკეთეთ. როდერაც ამას შეეგუებით, თქვენ დაინახავთ, რომ ეფექტურად შეგიძლიათ იპოვნოთ გზები თქვენი პასუხისმგებლობის სამართავად.

რჩევა: სიმშვიდით მიიღეთ თქვენი არჩევანი, რადგან ეს თქვენ ხართ, ვინც მან აირჩია. თქვენი სიბრძნე ვითარდება, ამიტომ ასე გააგრძელეთ. ამრიგად, თუ გსურთ გათავისუფლება, ეს უფასოა. ბედი ყოველთვის თქვენს ხელშია.

ქვიშის საათი

ქვიშის საათი გარდაუვალობის სიმბოლოა, დროის წრე-ბრუნვის.

როგორც სიკვდილი, ისე დაბერებაც ცხოვრების ნაწილია. ჩვენ ყველანი ვიბადებით, ვიზრდებით და ვკვდებით. მაგრამ ეს არ არის ის, რისიც უნდა გვეშინოდეს. მშვიდად უყურეთ დროს, ხოლო თუ შესაძლებელია მშვიდობა წარსულთანაც დაამყარეთ. სწორედ ამან ჩამოგაყალიბად იმად, ვინც ხართ. და ახლა უფრო ძლიერი ხართ. ვიდრე ადრე.

რჩევა: სცადეთ საუკეთესო გადაწყვეტილებები მიიღოთ ამიერიდან. იცხოვრეთ აწმყოთი. თქვენ ყოვლისშემძლე ხართ. დრო თქვენი მეგობარია.

მთვარე

მთვარის ძალები დაკავშირებულნი არიან ემოციებთან და დამალულ სიმართლესთან.

თქვენ სულს სიმშვიდე სჭირდება და საუკეთესო გზა ამის მისაღწევად არის ამ ემოციების მზის შუქზე გამოფენა = მათი არსებობის აღიარება. მათი მიღება მხოლოდ დასაწყისია. საიდუმლო არის ის, რაც ბნელ ემოციებს ასე აძლიერებს. ხოლო, როდესაც ისინი გამოვლინდებიან აღარ იმოქმედებენ თვენზე.

რჩევა: ისწავლეთ საკუთარი გრძნობების გამოხატვა. მათი ჩახშობა და დამალვა გავნებთ.

გასაღები

 

გასაღები ყოველთვის დაკავშირებულია ჩვენს აღქმასთან ჩვენი ცხოვრების გზაზე.

ახლა დრო სიმართლემ მზესავით იკაშკაშოს. გასაღები ასახიერებს თქვენს სურვილებს, რომლებიც ახალი სამეფოს კარიბჭეებს და გზებს ხსნიან. უფრო მეტიც, გასაღები თქვენი სულის მანიფესტაციაა, რომელიც გეხმარებათ თქვენი მიმდინარე ცხოვრების ზღვარის გადალახვაში და განგაცდევინებთ საინტერესო და ახლა ემოციებს.

რჩევა: იპოვეთ გზა მოგზაურობისთვის. ეს დაგეხმარებათ შეხვდეთ და ეკონტაქტოთ სხვა ადამიანებს. თავგადასავლებმა იბატონონ თქვენს სურვილებზე.

ჰამსას ხელი

ჰამსას ხელი ასოცირდება ბოროტი ძალებისგან დაცვასთან

უფრო მეტიც, ჰამსას ხელი გვეუბნება, რომ თავისუფლება, ყველაზე ბნელ დროსაც კი, ჩვენს ხელშია. ეს ჩვენ ვართ, ვინც ხაფანგში მოხვდა და ყოველთვის შესაძლებელია ამისგან გათავისუფლება. ამის გასაკეთებლად საჭიროა ვაპატიოთ საკუთარ თავს ასეთი სისუსტისთვის. ეს ხელს შეუწყობს ჩვენს სულში სიყვარულის გაღვივებას, რომელიც აშკარად ულევი სიძლიერის წყაროა.

რჩევა: გამონახეთ დრო დასვენებისთვის და ხელახლა აღივსეთ ენერგიით.

loading...

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here