Загрузка...

ვალენტინობის დღე ერთ-ერთი დღეა, რომელსაც შეყვარებული წყვილები მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად ელოდებიან, მაგრამ ის ხშირად ისეთი არაა, როგორიც მოლოდინებში. იმის გასარკვევად, თუ როგორი ვალენტინობა გექნებათ Break.Ge გთავაზობთ ამ ძალიან საინტერესო ტესტს.

ვარდისფერი

თუ ვარდისფერი აირჩიეთ, მაშინ თქვენ სასიამოვნო ვალენტინობის დღე გექნებათ. შესაძლოა საღამოს სავახშმოდ წახვიდეთ, მაგრამ დღის უდიდესი ნაწილი გასაკუთრებულ საუბარს დაეთმობა, რომელიც თქვენს სიყვარულს კიდევ ერთხელ დაამტკიცებს. ასევე ვალენტინობის დღე თქვენთვის უფრო ემოციური იქნება, ვიდრე ფიზიკური.

Загрузка...

 

 

მწვანე

თუ მწვანე გული აირჩიეთ, მაშინ შესაძლოა არ გქონდეთ იდეალური ვალენტინობის დღე, როგორსაც ისურვებდით. ალბათ მთელ დღეს მარტო გაატარებთ და სხვა წყვილებზე იეჭვიანებთ, რომლებიც კარგ დროს ატარებენ. თქვენს გულზე შესაძლოა შურმა გაიმარჯვოს და მთელ დღეს მარტოობაში გაატარებთ.

ყვითელი

თუ ყვითელი გული აირჩიეთ, მაშინ თქვენი ვალენტინობის დღე მყუდრო და თბილი იქნება. დიდად სავარაუდოა, რომ დღე თქვენს რჩეულთან საბნის ქვეშ ჩახუტებულმა გაატაროთ. სურვილი გაქვთ მთელი დრო ერთად გაატაროთ კომფორტულ გარემოში და არ შეერიოთ ხალხში. ეს დღე ახლიდან გააღვივებს რომანტიკას თქვენს ცხოვრებაში და ხელახლა აღმოაჩენს თქვენს ურთიერთობაში სითბოს.

შავი

თუ შავი გული აირჩიეთ, მაშინ თქვენი ვალენტინობის დღე ცოტა პრობლემური იქნება. შესაძლოა დღე საყვარელ ადამიანთან ჩხუბში ან კამათში გაატაროთ, რაც ორივეს ხასიათს გაგიფუჭებთ. ალბათ არ გქონდათ დაგეგმილი, რომ ეს განსაკუთრებული დღე ასე ჩაივლიდა, მაგრამ გაუთვალისწინებელი რაღაცეები ყველაფერს დაღმა წაიყვანეს.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2 3

Загрузка...