Загрузка...

ზოგიერთი ადამიანი ვერ ახერხებს წონის დაკარგვას, მიუხედავად ფიზიკური აქტივობის ოდენობისა. რატომ? აი, ახსნა

Загрузка...

საკუთარ თავზე მუშაობის დაწყებისას, ჩვენ კონცენტრაციას მხოლოდ ვარჯიშებზე ვაკეთებთ და ამის გამო შეიძლება კიდევ უფრო მეტის ჭამა დავიწყოთ. ”მე ხომ სპორტ დარბაზში დავდივარ” – აი ბურგერის ჭამისას ყველაზე გავრცელებული საბაბი. არ დაგავიწყდეთ, რომ ფასტფუდი ნებისმიერ შემთხვევაში კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ვარჯიშის გარდა სწორი კვების რაციონიც გჭირდებათ…

სასურველი სხეულის მისაღებად საჭიროა მოხმარებული ცილების გაზრდა. თუ მუცლის მოშორება გსურთ, მაშინ უნდა შეამციროთ გაჯერებული ცხიმების რაოდენობა. ნებისმიერ შემთხვევაში, რაციონი ცვლილებებს მოითხოვს.

გარდა ამისა, უნდა მოძებნოთ თქვენთვის შესაფერისი ვარჯიშები. ფეხით ერთი კილომეტრის გავლა მხოლოდ პატარა სარგებელს მოგიტანთ – საჭიროა კონკრეტული ზონების დატვირთვა. რჩევისათვის კარგი იქნება მიმართოთ პროფესიონალ ტრენერს ან ექსპერტს.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ჩვენ წონაში ვიკლებთ მაშინ, როდესაც უფრო მეტ კალორიას ვხარჯავთ, ვიდრე ვიღებთ. ამიტომ უფრო პრაქტიკული იქნება, თუ შედარებით ნაკლებს შეჭამთ. გარდა ამისა, გახსოვდეთ, რომ იდეალურ სხეულს რაღაც ხრიკების საშუალებით ვერ მიიღებთ – ის უნდა დაიმსახუროთ!

Загрузка...