loading...

ზოგჯერ ძალიან საინტერესოა მოვუსმინოთ ქალებს იდეალური მამაკაცის განხილვისას, რომელიც მათი გაგებით ”წარმატებულია”. ქალების გაგებით ასეთი მამაკაცი არის ის, რომელიც ფულს კარგად შოულობს. მიუხედავად ამისა, წარმატება განსხვავებულია და მხოლოდ ფულს არ უკავშირდება. ის დაკავშირებულია ინდივიდის მიზნებსა და მთლიანობასთან. მეგობრებო სტატიაში წარმოგიდგენთ წარმატებული მამაკაცის 10 ნიშანს.

loading...

1. წარმატებული მამაკაცი არის ის, რომელიც მზად არის მიატოვოს თავისი სამუშაო, როდესაც ის ხვდება, რომ ფულის გამო თავისი სული უნდა გაყიდოს.

2. წარმატებული მამაკაცი იღებს პარტნიორობას, რომელშიც ორივე ადამიანი მონაწილეობს და თვითონ არ უწევს ყველაფრის კეთება. ურთიერთობა – ეს არის თანასწორების კავშირი, რომელიც ფულით არ არის განსაზღვრული.

3. წარმატებული მამაკაცი არის ის, რომელიც ადგენს საკუთარ მიზნებს და ცხოვრებას ისე, რომ არ დაარღვიოს მათ შორის ბალანსი.

4. წარმატებული მამაკაცი იცნობს საკუთარ თავს ან ეძებს საკუთარ თავს, რათა გაიგოს, თუ ვინ არის სინამდვილეში. ის ყოველთვის იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ არჩევანზე…

5. წარმატებული მამაკაცი – ეს არის ადამიანი, რომელსაც ჰყავს ახლო მეგობრები, ანუ ის ხალხი ვისთანაც მზად არის იყოს გახსნილი და მგრძნობიარე.

6. წარმატებული მამაკაცი ყოველთვის ინტერესდება რაღაცით. ის არ ეძებს შემოვლით გზებს. მან იცის საკუთარი მიმართულება და ჯიუტად მიჰყვება მას…

7. წარმატებული მამაკაცი არის ის, ვინც იმუშავებს ჯანსაღი ურთიერთობების შესაქმნელად და არ ეცდება დომინანტობას და გაკონტროლებას.

8. თუ მამაკაცი – მამაა, ის მზად არის ბავშვების აღზრდისთვის და არ დაუტოვებს ამ ამოცანას მხოლოდ ქალს. პასუხისმგებლიანი მშობლობა – ეს ორივე პარტნიორის სამუშაოა და წარმატებული მამაკაცი ამას მშვენივრად აცნობიერებს.

9. წარმატებული მამაკაცი არის ის, ვინც აღიარებს თავისუფლებისკენ სწრაფვის სურვილს და ამაში ის გულწრფელია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის გარბის ურთიერთობიდან, მას უბრალოდ საკუთარი პირადი სივრცე სჭირდება.

10. წარმატებული მამაკაცი სიტყვის კაცია. ყოველთვის! ის სიტყვას იძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი შესრულება მართლაც შეუძლია. მისი იმედი შეგიძლიათ ნებისმიერ სიტუაციაში გქონდეთ.

loading...