Загрузка...

ყოველდღიური ჰოროსკოპი

 

თევზები

Загрузка...

დღეს თქვენს უცნაურ აკვიატებებს გარშემომყოფები უფრო გაგებით მოეკიდებიან, ვიდრე სხვა დღეებში. შესაძლებლობა გაქვთ, თქვენი გიჟური აზრები სხვებსაც გაუზიაროთ. გაგაკვირვებთ ის ფაქტი, რომ რამოდენიმე ახლობელი დაინტერესდება თქვენი შინაგანი სამყაროთი. დაგეუფლებათ სიამოვნების განცდა, როდესაც მათ თვალებში თანაგრძნობას ამოიკითხავთ.

ტყუპები

თქვენი პროფესიული გეგმები იმდენად ბუნდოვანია, რომ თავადვე არ იცით, თუ რა უნდა გააკეთოთ მომავალში. საბედნიეროდ, ჯერ არ საჭიროებთ კონკრეტულ გეგმას. მომავალი კვირა გაჩვენებთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ. თქვენს მაგივრად გადაწყვეტილებას მიიღებს ის გუნდი, სადაც მუშაობთ. იმუშავეთ საკუთარ თავზე და მიაღწევთ წარმატებას.

მშვილდოსანი

ყველაზე მეტად დღეს სახლის მყუდრო გარემოში ყოფნა მოგინდებათ. მოსაბეზრებელი, ყოველდღიური რუტინიდან თავის დაღწევა თამამი გადაწყვეტილებაა. დაგეუფლებათ შემოქმედებითი სწრაფვის სურვილი და გამოძებნეთ შესაფერისი საქმე. გონივრული უარი ყოველდღიურ საქმიანობაზე სასიკეთოდ წაგადგებათ.

 

კირჩხიბი

იმის წარმოდგენა, თუ როგორ ახდა თქვენი ოცნებები, აამაღლებს თქვენს შრომისუნარიანობას და კარგ განწყობას შეგიქმნით. მაგრამ მეორე მხრივ, თქვენს იდეალისტურ შეხედულებებს შეუძლია ყველაფერი გააფუჭოს, რადგან ეჯახებით თუ არა რეალობას, იმედგაცრუებული რჩებით. უარი თქვით კონკრეტულ გეგმებზე და იფიქრეთ ქაოტურად. ენდეთ ინტუიციას და მიიღეთ სპონტანური გადაწყვეტილებები.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2 3

Загрузка...