Загрузка...

ყოველდღიური ჰოროსკოპი

თევზები

Загрузка...

კმაყოფილებას განიცდით დაგროვილი გამოცდილების გააზრებით. ეს საშუალებას გაძლევთ, უკეთესად გაიცნოთ საკუთარი თავი და ქვეცნობიერში მიმალული ემოციები გააღვიძოთ. დღის განმავლობაში მიხვდებით, რომ საჭიროა სხვა ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარება და ნორმალური ცხოვრების დაწყება. მნიშვნელოვანია, გაიაზროთ, რისი მიღება გინდათ ცხოვრებისგან.

ტყუპები

დღეს დაგაფიქრებთ ბოლოდროინდელი წარუმატებლობები და სურვილი გაგიჩნდებათ თავიდან დაიწყოთ ერთ-ერთი ჩავარდნილი საქმე. თუმცა არ გქონდეთ იმის მოლოდინი, რომ შედეგს დღესვე დაინახავთ. ერთი შეხედვით თითქოს იოლია ყველაფერი, მაგრამ ასე არაა. გჯეროდეთ საკუთარი თავის და არ დაყაროთ ფარ-ხმალი.

მშვილდოსანი

თქვენი ქმედებები ასახავს თქვენს დამოკიდებულებებს და გრძნობებს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ქმედებები საკმაოდ ნათელია, ახლობლები ვერ ხედავენ იმ ემოციას, რომელიც თქვენს სულში იმალება. ეცადეთ, მაქსიმალურად გამოამჟღავნოთ საკუთარი თავი და არ შეგრცხვეთ სისუსტეების.

კირჩხიბი

დღეს საკმაოდ აფორიაქებული იქნებით.დაიწყებთ ფიქრს იმაზე, რომ თუ მოცემულ შანსს ხელიდან გაუშვებთ, ყველაფერს დაკარგავთ. ამან შესაძლოა, ცუდი შედეგი მოიტანოს და დაუფიქრებელი და ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიგაღებინოთ. გადააგორეთ დღევანდელი დღე და ხვალ ყველაფერი თავის ადგილას დადგება.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2 3

Загрузка...