Загрузка...

”პირველად თბილისში 18 წლის ასაკში ჩამოვედი. მანამდე აქ მხოლოდ პატარაობისას ვყოფილვარ. ბოტკინი მქონდა და თბილისის საავადმყოფოში მიმკურნალეს. მაშინ 3-4 წლის ვიყავი და არაფერი მახსოვს. ასე რომ, როცა ვამბობ, საქართველოში ვცხოვრობ და სანამ სტუდენტი არ გავხდი, მანამდე დედაქალაქში არ ვყოფილვარ-მეთქი, მგონი მართალი ვარ. არ მეთანხმებით?!” – ღიმილით კი დაიწყო საუბარი ნატომ, თუმცა ბოლოს ოთახი აცრემლებულმა დატოვა…

– ნორმალურად ვსწავლობდი. ვერ ვიტყვი, რომ ხუთოსანი ვიყავი, მაგრამ არც ერთი სამიანი არ მყავდა. ბავშვობიდან მინდოდა დაწყებითი კლასის პედაგოგი ვყოფილიყავი,

Загрузка...

მაგრამ მოგვიანებით გადაწყვეტილება შევიცვალე. მეოთხე კურსზე სკოლებში პრაქტიკა გავიარეთ და მაშინ მივხვდი, რომ ჩემგან პედაგოგი არ დადგებოდა. როცა ვხედავდი, რომ ბავშვი ზარმაცობდა და გაკვეთილს არ სწავლობდა, ისე განვიცდიდი, მთელი ღამე არ მეძინა. ყველა მეუბნებოდა, მასწავლებელი რომ გახდები, ამდენს აღარ ინერვიულებ, შეეჩვევიო, მაგრამ გულგრილობა ჩემს ხასიათში არ დევს. სწავლაზე და საერთოდ, ამ პროფესიაზე გული ამიცრუვდა. უმაღლესი კი დავამთავრე, მაგრამ სკოლაში მუშაობის დაწყებას არ ვაპირებდი.

– სტუდენტობის დროს თბილისში მარტო ცხოვრობდით?
– როცა ჩავაბარე, დედაჩემმა და მამაჩემმა ბიძაჩემის ოჯახში მიმიყვანეს, მაგრამ იქ ერთი წელიც ვერ გავჩერდი. ორი ბიძაშვილი მყავს და მათთან ერთად ვიყავი ოთახში. თუმცა თავს ზედმეტად ვგრძნობდი. ჩემი ბიძაშვილები ამრეზით მიყურებდნენ, მგონი, ერთმანეთში ”სოფლელსაც” კი მეძახდნენ. არ მოსწონდათ ჩემი გურული კილო, ჩაცმის სტილი, ცხოვრების წესი. თუ ჩემი ჯგუფელები გართობაზე ფიქრობდნენ, მე ლექციების შემდეგ პირდაპირ სახლში ან საჯარო ბიბლიოთეკაში მივდიოდი. ერთხელად ბიცოლაჩემმა სადილად გვიხმო. ქათამი ჰქონდა შემწვარი, დაჭრა თუ არა, თეთრი ხორცი შვილებს თეფშებზე დაულაგა. მერე დესერტად საზამთრო მოიტანა და ყველაზე კარგი ნაჭრებიც შვილების თეფშებზე დააწყო. ამის გამო თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი და ჩემს მშობლებს შევუთვალე, ან ბინას მიქირავებთ და საცხოვრებლად მარტო გადავალ, ან სოფელში დავბრუნდები-მეთქი. დედაჩემი ჩვენი სოფლის სკოლაში ბიბლიოთეკაში მუშაობდა. ამბობდა, როცა ნატო სწავლას დაამთავრებს, ამ სკოლაში მასწავლებლად მოვაწყობო. მან მამა ბინის დაქირავებაზე დაიყოლია. საბედნიეროდ, მაშინ არ გვიჭირდა და ამის საშუალება გვქონდა.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდზები 1 2

Загрузка...