loading...

ჩვენი საიტის მკითხველები ხშირად გვეკითხებიან ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის ერთგულების უნარის შესახებ. თუმცა, მარტოოდენ ზოდიაქოს მიხედვით, დამეთანხმებით, ძნელია ხელაღებით “ერთ ქვაბში მოვხარშოთ” ყველა, ვინც ამა თუ იმ ნიშნით დაიბადა. არსებობს პირადი რუკა და მისი დეტალების ანალიზი, რის ხარჯზეც უფრო მარტივი ხდება კონკრეტული ადამიანის შესახებ მსჯელობა და ვერდიქტიც მის არასტაბილურობაზე ზუსტად ამ წესით გამოაქვს ასტროლოგს. თუმცა, ზოგადი მსჯელობის კუთხით, მაინც არსებობენ ე.წ. “შავ სიაში” შესატანი ნიშნები, რომელთაც თუ ღალატისკენ არა, ცვალებადობისკენ და სიახლეების სიყვარულისკენ გააჩნიათ დიდი მიდრეკილება, რაც თავისთავად ხდება ზოგჯერ ღალატის მიზეზიც.

1. ტყუპები

loading...

ტყუპი – მერკურით მართული ნიშანია, მომატებული ტვინის აქტივობითა და სიახლეებისადმი დაუოკებელი სიყვარულით. ტყუპი იშვიათად ღალატობს ფიზიკურად, ამიტომ ფლირტის დონეზე მისი “ცელქობა” ასე თუ ისე ასატანია. თუკი თქვენ ამ ადამიანს მენტალურად კარგად ეწყობით და მუდმივად გაქვთ მასთან “საჭორაო” ან საკინკლაო თემა, ჩათვალეთ, რომ არასოდეს გიღალატებთ არც ფიზიკურად, არც სულიერად.

 

2. მშვილდოსანი

მშვილდოსანი – იდეალისტი და თავისუფლებისმოყვარული ნიშანია. ვერ იტანს აკრძალვებს და შეზღუდვებს. უყვარს ტრაბახი და თავის ქება, თუმცა დანაპირების შესრულება ხანდახან ავიწყდება და მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე ერთობ მტკივნეულად რეაგირებს. მშვილდოსანი ხშირად განიცდის იმედის გაცრუებას საყვარელ ადამიანში, იმიტომ რომ დაუფიქრებლად და ერთი ნახვით უყვარდება. მას ახასიათებს პარტნიორის ზედმეტი იდეალიზაცია. თუკი თქვენ ნაკლებად შეუზღუდავთ თავისუფლებას მშვილდოსანს და მის ფლირტს გვერდზე მსუბუქი იუმორით მიუდგებით, ის არასოდეს გაგცვლით სერიოზულად სხვაზე.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2

loading...