loading...

ტყუპები

ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები კომუნიკაბელურები არიან, ადვილად პოულობენ ადამიანებთან საერთო ენას და გონებამახვილობით გამოირჩევიან. ფლირტის გაბმა მათ აბსოლუტურად ბუნებრივად გამოსდით. ტყუპებს არ სჩვევიათ თავიანთი ხუმრობების გამო სხვების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება. ტყუპებს არ ეშინიათ გრძნობების გამოხატვის, მათ შეუძლიათ დაუფარავად და გულწრფელად უთხრან ადამიანს, რომ მოხიბლულები არიან. ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის ფლირტის მთავარი იარაღი ინტელექტი და სიტყვებია, რომელიც განსაკუთრებულ შარმსა და მომხიბვლელობას ანიჭებთ.

სასწორი

ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები განსაკუთრებით შარმიანები არიან, მათი ღიმილი გაყინულ გულებს ადნობს. სასწორი ძალიან რომანტიკული და ნაზია, როცა საქმე ფლირტს ეხება. ისინი მცირე მინიშნებებით იწყებენ ფლირტს და აგრძნობინებებნ პოტენციურ პარტნიორს ინტერესს. სასწორმა იცის, როგორ შეარჩიოს სიტყვები სწორად იმისთვის, რომ ობიექტის გული მოიგოს. მას შეუძლია პოტენციურ პარტნიორს თავი განსაკუთრებულ ადამიანად აგრძნობინოს. მისი მთავარი იარაღი მაცდური ღიმილი და იუმორის შესანიშნავი გრძნობაა, რომლის წინაშეც ყველა უძლურია.

ლომი

loading...

ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ძალიან თბილები და ქარიზმატულები არიან. ლომი დაუღალავად ცდილობს სხვების ყურადღების მიპყრობას. მას უყვარს ფლირტი, რადგანაც ფიქრობს, რომ ეს სახალისოა და შეუძლია თავისი მომხიბვლელობით ნებისმიერის გული მოიგოს.

სტატიის გაგრძელება იხილეთ
შემდეგ გვერდზე
გვერდები 1 2

loading...