loading...

მერწყული დამოუკიდებელი პიროვნებაა და უნდა თავისუფალი იყოს. დამოუკიდებლობა მარტო მათი სუვილი არაა, ასევე ეს საჭიროა მათთვის, რათა ბედნიერები იყვნენ.

მათი უგულო ექსტერიერი მეგობრულ გულს მალავს, რომელიც მზადაა მეგობრებს ყველა შესაძლო გზით დაეხმაროს. მათ მოსწონთ, როდესაც ხალხი ბედნიერია და მხიარულია და ყოველთვის ცდილობენ მათ თავი კარგად აგრძნობინონ, სანაცვლოდ კი არაფერს მოელოდებიან. ერთადერთი რამ, რაც მნიშვნელოვანია მათთვის არის, რომ მათი თავისუფლების საზღვრები არავინ დაარღვიოს. უბრალოდ მიეცით ნება იცხოვრონ, როგორც უნდათ.

loading...

მერწყულს უნდა სიცოცხლეში რაიმე სასარგებლო გააკეთოს. ადამიანებთან კომუნიკაცია მათ ეხმარებათ გახდნენ პოლიტიკოსები სოციალური მუშაკები ან ფსიქოლოგები. ისინი პროგრესულად მოაზროვნეები არიან და ხშირად ახდენენ გავლენას ახალი იდეების და თეორიების ჩამოყალიბებაზე.

მერწყული მუდამ სიბრძნეს ეძებს და ყოველთვის საკუთარ გონებას ესაუბრება. ისინი საკმაოდ ობიექტურები არიან და ემოციებს ხელის შეშლის ნებას არ აძლევენ. ხანდახან სხვებისთვის ძალიან შოკისმომგვრელი და მტკივნეულია სიმართლის გაგება, მაგრამ მერწყული ამას ყოველთვის იტყვის.

მერწრყული ყოველთვის საკუთარ გზას მიყვება. ისინი ყოველთვის ეძებენ ინტელექტუალურ სტიმულაციას და მუდამ ახლის აღმოჩენით და ახალი იდეების ფორმირებით არიან დაკავებულები.

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები სავსე არიან პარადოქსებით. ისინი სრულიად საპირისპირო რაღაცეებით არიან დაინტერესებულნი – მათ სურთ მარტოობა, მაგრამ ასევე უნდა დიდ კომპანიაში იყვნენ.

loading...