უკვე ჭამე?

თუკი ბიჭი რეგულარულად ამოწმებს იმას, მიირთვით თუ არა უკვე საჭმელი, ესეიგი მას თქვენი მდგომარეობა აღელვებს. მას არ სურს თქვენ გქონდეთ ცუდი ჩვევები და არაჯანსაღი ცხოვრების წესი. რათქმაუნდა იგი ცუდად ყოფნისას მოგივლით, თუმცა ამის პრევენციაც მნიშვნელოვანია მისთვის.

 

შენზე მეფიქრება

ასეთი სახის მესიჯის მიღება ყველას სახეზე ღიმილის გამოსახვას იწვევს. ყოველთვის კარგია იმის გაგება, რომ ვიღაც თქვენზე ფიქრობს, განსაკუთრებით კი ეს იმისგან არის გასახარი, ვინც თქვენც მოგწონთ.

მინდა რომ აქ იყო

ეს მესიჯი მის გამომხატველია, რომ თქვენ მეგობარ ბიჭს ენატრებით. შესაძლოა მას მნიშვნელოვანი დღე აქვს და ნერვიულობს ან უბრალოდ მარტოსულად გრძნობს თავს და სურს რომ თქვენ მასთან იყოთ, რათა გული გადაგიშალოთ. რაც არ უნდა ხდებოდეს, მთავარია რომ მის გონებაში პირველ რიგში თქვენ გაახსენდით და სწორედ თქვენთან ყოფნა სურს.

 

მაპატიე რომ დროზე ვერ გიპასუხე, დაკავებული ვიყავი

მამაკაცების უმრავლესობა არ შეიწუხებს თავს პასუხით მას შემდეგ, როცა თქვენს ზარს გამოტოვებენ. მათ ასევე მესიჯზე პასუხის გაცემაც დაავიწყდებათ, თუკი თქვენ მისთვის საკმარისად საინტერესო პიროვნება არ ხართ. მაგრამ თუკი იგი ამ ტექსტის მსგავსი მესიჯით გიპასუხებთ, ესეიგი მას აღელვებს ის თუ რას იფიქრებთ მასზე. მას არ სურს თქვენზე ცუდი შთაბეჭდილების მოხდენა.

შეიძლება დაგირეკო?

საყვარელი ადამინის ხმის გაგონება ყველაზე შეუფასებელი რამ არის შეყვარებული ადამიანისთვის. როდესაც მას სურს, რომ დაგირეკოთ, ესეიგი მას თქვენთან რაღაცის შესახებ სურს საუბარი. მას არ სურს მესიჯების წერაში დროის დაკარგვა, რადგან თქვენი ხმის გაგონებამდე ვერ ითმენს და წამებს ითვლის. ეს იმას ნიშნავს, რომ მას ძალიან დიდი გრძნობა აკავშირებს თქვენთან და ყველაფრის პირველად განხილვა სწორედ თქვენთან სურს.

ვიღაც შემხვდა ვინც შენი თავი გამახსენა

“ახლა ყველაზე საყვარელი კნუტი ვნახე შემთხვევით, რომელმაც ის მომენტი გამახსენა, როდესაც შენ მანახე ბავშვობის დროინდელი შენი კატის სურათები” – ასეთი მესიჯის მიღება ბიჭისგან იმას ნიშნავს, რომ იგი მართლაც ნამდვილად გისმენთ საუბრის დროს და ნებისმიერი ყურადღების გამფანტავი დეტალის მიუხედავად, მაინც თქვენ აინტერესებთ ყველაზე მეტად.  ეს იმას ნიშნავს, რომ მას მართლაც გულწრფელად მოსწონხართ ან უყვარხართ, რის გამოც არასდროს მოგაჩვენებთ ტყუილად თავს და არ მოიტყუება, რომ ვითომ მართლა გისმენთ თქვენთან ერთად ყოფნის დროს.


Like it? Share with your friends!

185
1 share, 185 points