თქვი რას ფიქრობ

არ ელოდოთ, რომ ბიჭი თქვენს აზრებს წაიკითხავს. პირდაპირ თქვით ის, რაც გსურთ რომ იცოდეს. ამასთან, მამაკაცების უმრავლესობას სურს პირდაპირი რომანტიკული პარტნიორი ჰყავდეს. ისეთი ვისაც სიმართლის თქმის არ ეშინია.

 

აჩვენეთ პატივისცემა და დაფასება

თუ ცდილობთ, რომ კარგი შეყვარებული იყოთ, პატივი უნდა სცეთ როგორც კაცს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხანდახან მისი ეგო გამოკვებოთ. უბრალოდ არ წაართვათ მასკულინობა. არ მიაყენოთ შეურაცხყოფა სხვების წინაშე. თუ რაიმე გაწუხებთ, უხეშად ნუ ეტყვით და ეს ცალკე გააკეთეთ. ჯანსაღი ურთიერთობის მეორე წესი დაფასებაა. ყოველ ჯერზე, როცა ხედავთ რომ თქვენთვის რაღაცას ცდილობს, უნდა დააფასოთ. აჩვენეთ, რომ მადლიერი ხართ.

იზრუნეთ მასზე

ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოირგოთ დედამისის როლი და აღზარდოთ. გამოხატეთ ზრუნვა წვრილმანებში: მოამზადეთ მისი საყვარელი კერძი, კითხეთ უსაფრთხოდ მივიდა თუ არა სახლში, დარწმუნდით, რომ ჯანსაღად იკვებება ან მოუარეთ როცა ავადაა. ასე უფრო მეტად შეუყვარდებით.

 

ყურადღება მიაქციეთ

ყურადღებაზე არამარტო ქალები, კაცებიც გიჟდებიან. არ შეგეშინდეთ ამის ჩვენება. მოუსმინეთ, როცა რჩევა სჭირდება, არ დააიგნოროთ მისი პრობლემები და მიანიჭეთ ადგილი, რომელსაც იმსახურებს.

არ იყოთ ძალიან მომაბეზრებელი

წინა პუნტქი არ ნიშნავს იმას, რომ მამაკაცი სამყაროს ცენტრი უნდა გახადოთ. დაიტოვეთ რაღაც ინდივიდუალური ურთიერთობის მიღმა. თუ მხოლოდ შეყვარებულზე ფოკუსირდებით, მომაბეზრებელი გახდებით. იცხოვრეთ თქვენთვისაც. ასე უფრო მიმზიდველიც გახდებით. დარწმუნდება, რომ დამოუკიდებელი ქალი ხართ.

 

იყავით პოზიტიური

არავინ ტკბება გარშემო არსებული ნეგატივით, განსაკუთრებით თუ უარყოფითი ემოციები საყვარელი ადამიანისგან მოდის. ცხოვრება ისედაც რთულია და უფრო ნუ გაურთულებთ ერთმანეთს მას. რობოტი არ ხართ და მუდამ ღიმილით ვერ იმოძრავებთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ ადამიანი, ვინც მას დღეს უნათებს. შეიქმენით პოზიტიური განწყობილება, ასე თავსაც უკეთ იგრძნობთ.

 

ნუ იქნებით ჭირვეული

თუ რაიმე გაწუხებთ ან შეყვარებულს არ ეთანხმებით, გამუდმებით ნუ ილაპარაკებთ ამაზე.  მართალია ყველაფერზე არ უნდა გაჩუმდეთ, მაგრამ გამოსასწორებლად სხვა გზები უნდა მონახოთ.

 

არ ეცადოთ მისი შეცვლა

როცა საყვარელ ადამიანს ხვდებით, რომანტიკული ურთიერთობის დასაწყისიდანვე რეალურად უნდა შეხედოთ და შეაფასოთ. შეეგუეთ ფაქტს, რომ მისი შეცვლა გაგიჭირდებათ, ამიტომაც ამის იმედით მასთან ყოფნას ნუ განაგრძობთ. გარემოებები რაც მასში არ მოგწონთ, დროსთან ერთად არ გაქრება. ამასთან, თუ შეატყობს, რომ მის შეცვლას ცდილობთ, იფიქრებს რომ არ მოგწონთ ისეთი როგორიც არის.

არ ითამაშოთ

მართალია, ბიჭებს თამაში უყვართ, მაგრამ არა ურთიერთობაში. თქვენს შეყვარებულს არ სურს დრო სიგნალების გამოცნობაში დახარჯოს. ასევე, მუდამ იეჭვიანოს იმის გამო, რასაც ჰგონია რომ უმალავთ. შეიძლება გამოცანამ თავიდან დააინტერესოს, მაგრამ შემდეგ მუდმივი თამაში აუცილებლად მობეზრდება.

 

საწოლში ძალიან ნუ დაიმორცხვებთ

სექსი ყველა ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილია. არ არსებობს წესები ან ქცევები, რაც ყველასთვის ერთნაირად კარგია. უბრალოდ საკუთარ ინტუიციას უნდა მიყვეთ. იყავით ღია ექსპერიმენტებისთვის, თუ იქნებით კომფორტულად. თუ ერთმანეთი გიყვართ, არაფერია სასირცხვილო. არც საკუთარი სურვილების გადმოცემის შეგრცხვეთ.

არ შეინახოთ წყენა

მიტევება მნიშვნელოვანია. ურთიერთობა კომპრომისებზეა დაფუძნებული და ხანდახან გჭირდებათ რომ არ დაიბოღმოთ და ცხოვრება განაგრძოთ. ნუ იქნებით პასივ-აგრესიული მის მიმართ, როცა რაღაც არ მოგწონთ, ეს პრობლემებს უფრო გაამძაფრებს. მოიქეცით ზრდასრულად.

 

იყავით მისი მეგობარი

საყვარლების გარდა, მეგობრებიც უნდა იყოთ. თუ გინდათ, რომ შეყვარებულმა თქვენ გვერდით თავი კარგად იგრძნოს, დაანახეთ, რომ თქვენნაირი მეგობარი არ ეყოლება. დაარწმუნეთ, რომ თქვენი ნდობის ღირსია და არასდროს განსჯით. უბრალოდ ერთად საუბარი ან სიჩუმეში ჯდომაც კი კომფორტულად უნდა შეგეძლოთ.

 

ეცადეთ ყოველთვის კარგად გამოიყურებოდეთ

მართალია კაცს თქვენი ხასიათი და პიროვნულობა უყვარს, მაგრამ თვალებით დაკმაყოფილებაც ძალიან სჭირდებათ. შეგიძლიათ ის ყოველ ნახვაზე გააოცოთ. უბრალოდ მოუარეთ საკუთარ თავს და ნუ იქნებით მოუწესრიგებლები.

აიმაღლეთ თავდაჯერება

დაანახეთ, რომ თქვენით უნდა იამაყოს, რომ დამოუკიდებელი და მებრძოლი ქალი ხართ.

 

საკუთარი თავი უფრო მეტად შეიყვარეთ

პირველ რიგში თქვენი თავი დააყენეთ და ნუ ელოდებით სხვისგან სიყვარულს, როცა თავად არ გრძნობთ იგივეს საკუთარი თავის მიმართ. გაახარეთ საკუთარი თავი და შეყვარებულიც უკან გამოგყვებათ.

 


Like it? Share with your friends!

203
6 shares, 203 points