უსამართლოდ გასამართლება და სასჯელის მოხდა ერთ–ერთი ყველაზე საშინელი რამეა, რაც კი ადამიანმა შეიძლება გამოსცადოს ცხოვრებაში. სასამართლოს სისტემამ შეიძლება საკუთარი შეცდომის გამო ნებისმიერ ადამიანს დაუნგრიოს ცხოვრება და ასეთი მაგალითების შემდეგ, უფრო უკეთ უნდა ვეცადოთ სამომავლო შემთხვევების გაანალიზებას.

ჯონ ბუნი იმ მკვლელობისთვის იქნა გასამართლებული, რომელიც მას არ ჩაუდენია. იგი 14 წლის ასაკში გაასამართლეს და შესაბამისად, საერთოდ არ ჰქონია იმის შანსი, რომ ცხოვრებისგან ოდნავი სიამოვნება მაინც მიეღო. მისი ცხოვრების 17 წელი დაიკარგა საკნის რკინის კარების მიღმა იმ შეცდომისთვის, რომელიც საერთოდ არ იყო მისი ბრალი. იგი 2009 წელს თავდებით იქნა გათავისუფლებული, ეს სრულიად არ იყო საკმარისი იმ საშინელი დანაშაულის გადასაფარად, რაც მის წინაშე იქნა ჩადენილი.

ეს მამაკაცი საბოლოოდ იღებს იმ სამართალსა და პასუხს, რასაც ასე ძლიერ იმსახურებდა მთელი ამ დროის განმავლობაში. მის საქმეში უამრავი წითელი ასპექტი იყო, რაც აქამდე უფრო უკეთ უნდა შეემჩნიათ სასამართლოს წარმომადგენლებს. როგორც აღმოჩნდა, ნიუ იორკის ერთ–ერთ ცუდ დეტექტივს ჯონის საქმის მასალები გაუყალბებია და საბოლოო გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ჯონის ანაბეჭდები დანაშაულის ადგილას ნაპოვნ ანაბეჭდებს საერთოდ არ ემთხვევა.

ეს აღმოჩენები გაკეთებული იქნა, რათა ეს ადამიანი კათარზისულ დონეზე გადარჩენილიყო. მისი ცხოვრების განადგურების მიუხედავად, მან მაინც შეძლო დაეარსებინა ორგანიზაცია, რომელიც პატიმრებისთვის საკითხავი მასალის მოძიებაზე ზრუნავს. იგი სასამართლო დარბაზში გამამართლებელი განაჩენის მოსმენისთანავე ემოციურ შოკში ჩავარდა და რათქმაუნდა ცრემლებიც ვერ შეიკავა. იგი მოსამართლის წინაშე ატირდა.

ასეთი ისტორიები ეხმარებათ ადამიანებს იმის გააზრებასი, თუ როგორი იღბლიანები არიან ისინი, რადგან თავისუფლად ცხოვრობენ. ბუნმა გამოსცადა სასჯელაღსრულების სისტემის ყველაზე ცუდი მხარე საკუთარ თავზე და მეორე ნათელ მხარეს მაინც გამოვიდა. მისი შემართება და საღი გონების შენარჩუნების უნარი მართლაც დასაფასებელი და აღსანიშნია ამ შემთხვევაში. ჯონის ემოციურმა ისტორიამ უამრავ ადამიანზე იქონია გავლენა და სავარაუდოდ, მომავალში სასამართლოს მუშაობის რეჟიმზეც საკმაოდ დადებითად აისახება.

 


Like it? Share with your friends!

228
3 shares, 228 points