მშობლებს ხშირად სურთ საკუთარ პატარასთან ერთად ერთ ლოგინში დაძინება, თუმცა ამ ისტორიის ავტორ დედას საკმაოდ ცუდი ამბავი აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით მოსაყოლი. 6 თვის კოლტონის მშობლები მეგობრებთან ერთად ატარებდნენ დროს, როდესაც პატარა ბავშვს ძილი მოერია. მათ ბაშვი თავიანთ ლოგინში, ბალიშებს შორის ჩააწვინეს და მშვიდი ღამის ძილი უსურვეს. პეიჯი და ბლეიკი ვერც კი წარმოიდგენდნენ თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო შემდეგ. ყველაფერზე ბავშვის ლოგინიდან გადმოვარდნამ იმოქმედა.

წყვილის ლოგინი არც ისე მაღალი იყო, ამიტომ მშობლებმა ვერც კი იფიქრეს, რომ ბავშვი სერიოზულად დაშავდებოდა გადმოვარდნით. მას მხოლოდ კოპი ჰქონდა თავზე, თუმცა ტიროდა და ეს დედას და მამას ცუდად ენიშნათ. სწორედ ამიტომ, წყვილმა გადაწყვიტა ბავშვი მაინც წაეყვანათ საავადმყოფოში და ყოველი შემთხვევისთვის შეემოწმებინათ, რათა დამშვიდებოდნენ. პატარა გზაში იღიმოდა კიდეც.

სამწუხაროდ, აღმოჩნდა რომ ბავშვი კარგად არ იყო. მისი თავის ქალა გატეხილი იყო და დაცემის გამო მისი სხეულის სისხლის თითქმის ნახევარი რაოდენობა მის ტვინში იყო დაგუბებული. ყველაფერს ისიც ართულებდა, რომ ადგილზე მყოფ არცერთ ექიმს არ შეეძლო მშობლებისთვის იმის გადაჭრით თქმა, გადარჩებოდა თუ არა 6 თვის ბავშვი ასეთი მდგომარეობის შემდეგ.

ბავშვს სისხლდენა იმდენად გაუმძაფრდა, რომ გულის შეტევა დაემართა. ტვინის დაზიანება უკვე საკმარისი იყო იმისათვის, რომ მას მთელი ცხოვრება სამუდამო დაზიანებით გაეტარებინა გონებაზე, თუმცა გულის პრობლემებმა მისი ჯანმრთელობა კიდევ უფრო გააუარესა. ახლა მშობლები უბრალოდ ლოდინის რეჟიმში იმყოფებიან და არ იციან, გადარჩება თუ არა პატარა ასეთი დაზიანებების შემდეგ. იგი რამდენიმე მედიკამენტისა და სიცოცხლისთვის საჭირო აპარატზე მიერთების შედეგად ცოცხლობს ამ მომენტში.

პატარა ბიჭუნას მშობლები ამ ისტორიას საჯაროდ აზიარებენ, რათა მათი მეგობრები და ზოგადად მთელი მსოფლიოს მასშტაბით საზოგადოება უფრო ფრთხილად მოიქცეს ამის შემდეგ. როგორც ჩანს ასეთი ტრაგიკული შემთხვევებისგან არავინაა დაზღვეული და როდესაც შემდეგში ვინმე საკუთარი შვილის დაძინებას სპეციალურ ლოგინში ჩაწვენის გარეშე გადაწყვეტს, ამაზე ორჯერ დაფიქრდება.


Like it? Share with your friends!

253
4 shares, 253 points