1. კირჩხიბი

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები საგანძურს წარმოადგენენ. მათ ველური ბუნება, ნაზი გული და გარემოს მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობა ახასიათებთ. როდესაც იგი სასიყვარულო ურთიერთობაშია, ყოველთვის ბოლომდე იხარჯება. ეს შეიძლება კარგიც იყოს და ცუდიც. იმ ოდენობის სიყვარული, ყურადღება და ზრუნვა, რასაც იგი პარტნიორის მიმართ გასაცემს, მას აუცილებლად თვითონაც სჭირდება. თუმზა ზოგჯერ ის ზედმეტად ბევრსაც კი გასცემს, რისი უკან დაბრუნებაც შეუძლებელიც კია. კირჩხიბებს მთელი თავისი დროის გატარება შეყვარებულთან ერთად უყვართ. მას ასევე იმის შეხსენებაც სჭირდება პარტნიორისგან, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ურთიერთობას არაფერი ემუქრება.

მისი ასეთი მომთხოვნი დამოკიდებულება სწორედ ის მიზეზია, რის გამოც მას წარსულ ურთიერთობებში საბოლოო ჯამში არაფერი გამოუვიდა. თუმცა, იგი ასეთია და ახალ პარტნიოს ისეთი უნდა უყვარდეს, როგორიც სინამდვილეშია.

2. სასწორი

სასწორი სოციაული ნიშანია და არაფრის კეთება არ უყვარს მარტო. მიუხედავად იმისა, რომ იგი მუდამ ხალხითაა გარშემორტყმული, როდესაც ის სპეციალური ადამიანი გაჩნდება მის ცხოვრებაში, სასწორი აუცილებლად ბოლომდე გადაერთვება მასზე და ვერ გაძღება მის გვერდით ყოფნით. იგი ვახშამს ვერ მოიმზადებს თავისითვის, თუ პარტნიორი მის გვერდით არაა, ვერც ოჯახურ შეკრებებზე წავა მის გარეშე და შეიძლება დაძინებაც კი ვერ შეძლოს პარტნიორის გარეშე.

3. ტყუპები

ორმაგი ხასიათის გამო, არის დღეები როდესაც ტყუპების ნიშნით დაბადებული ქალი ძალიან ბევრ ყურადღებს ითხოვს პარტნიორისგან და არის ისეთი პერიოდიც, როდესაც მას მარტო ყოფნა სურს.

კიდევ რამდენიმე დეტალია, რის გამოც იგი ამ სიაში იმსახურებს მოხვედრას და მათ შორის ყველაზე მთავარი ის ასპექტია, რომ ტყუპებს ყოველთვის ძალიან სწრაფად უყვარდებათ ახალი ადამიანი. ისინი ძალიან ემოციურები არიან და როდესაც ვინმეს მიმართ გრძნობები გაუჩნდებად, უკვე იმაზე ფიქრს იწყებენ თუ როგორი იქნება მათთან მთელი ცხოვრების გატარება. ტყუპები ყოველთვის ძალიან ბევრს მოელიან ზედმეტად პატარა დროში.

მათი ყველაზე ექსტრემალური ყურადღების ნაკლებობა იმაში გამოიხატება, რომ პარტნიორისგან ძალიან ბევრს ითხოვენ. მაგალითად მან უნდა იცოდეს თუ რას ფიქრობს ტყუპი ერთი სიტყვის თქმის გარეშეც კი და რა ჭირდება მას თითოეულ მომენტში. ასევე, მაგალითად მას აუცილებლად სჭირდება, რომ პარტნიორმა ჰკითხოს მისი ყოველი დღის შესახებ და დაინტერესდეს თუ როგორი იყო ის. თუკი ეს ასე არ მოხდება, ტყუპები თავს ექსტრემალურად მარტოსულად და უარყოფილად იგრძნობენ.


Like it? Share with your friends!

237
4 shares, 237 points