1. სასწორი

სასწორი ზოდიაქოს ნიშნებიდან ყველაზე წმინდაა. ისინი სანდოები არიან და არასდროს კარგავენ საკუთარ თავზე კონტროლს, ძალიან გაბრაზების შემთხვევაშიც კი. მათი აზრით ცხოვრება ზედმეტად მოკლეა იმისათვის, რომ ყველა პატარა დეტალზე იდარდონ.

2. კურო

თუ ნამდვილი მეგობარი გსურთ, კურო უნდა აირჩიოთ. ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს სუფთა გული აქვთ და მათთვის ირგვლივ მყოფებისთვის ზიანის მიყენება მიუღებელია. კურო თავს მაშინ გრძნობს კარგად, როდესაც მის გარშემო ყველა ბედნიერია.

3. თევზები

თევზებო ყოველთვის თავის წარმოსახვით სამყაროში ცხოვრობენ. ისინი ექსტრემალურად კეთილი, მხარდამჭერი და მზრუნველი ადამიანები არიან. როდესაც მათ ღიმილით არ ხვდებიან, ეს აბრაზებთ მაგრამ იციან, რომ ცხოვრება საკმარისად კარგია იმისათვის, რომ ერთი ადამიანის გამო განწყობა დიდ ხანს გაიფუჭონ.

4. მშვილდოსანი

ამ ნიშნისთვის მთავარი სიყვარულია. მნიშვნელობა არ აქვს თქვენ ერთი დღეა რაც გიცნობენ თუ მთელი ცხოვრება, შეხვედრისას აუცილებლად ეცდებიან გაგაღიმონ და თავი კარგად გაგრძნობინონ. მათ ყველაზე მეტად ჰიპოკრიტი ადამიანები ეზიზღებათ და მათ დანახვაზე ნამდვილ ეშმაკებად იქცევიან.

5. მერწყული

დახმარების სურვილით სავსე გულითა და ღიმილით ისინი ადამიანებს თავისკენ იზიდავენ. მერწყულებს უყვართ სხვების ბედნიერების ყურება და უფრო მეტად ისაა მათთვის მნიშვნელოვანი, რომ ამ ბედნიერების მიზეზი თვითონ იყვნენ.

6. ტყუპები

ეს ნიშანი ზოგჯერ კარგია და ზოგჯერ ცუდი. ისინი ხალხს პოზიტიური ენერგიითა და გადამდები ღიმილით იზიდავენ. შეიძლება ითქვას, რომ მათ ბუნებაში დემონი და ანგელოზი ყურადღებისთვის გამუდმებით იბრძვიან. მათი უნიკალური და საყვარელი გამოხედვისთვის გაძლება რთულია.

7. ლომი

ლომები გულუხვები, მეგობრულები და მზრუნველები არიან. თუმცა, მთელი ეს თვისებების ნაკრები გაქრება თუკი მათ ატკენთ. ამ ნიშანმა იცის როგორ დაიცვას თავი, ამიტომ თუკი მათ აწყენინებთ, ისინი იდეალურად გადაგიხდიან სამაგიეროს.

8. კირჩხიბი

ეს ნიშანი ზოგადად კარგი პიროვნებაა, თუმცა თუ გააბრაზებთ ისეთ მონსტრად გადაიქცევიან, რომელიც ცხოვრების სურვილს დაგიკარგავთ. კირჩხიბს ყველაზე მეტად მატყუარები ეზიზღება. თუკი ის ტყუილში გამოგიჭერთ, დანდობას საერთოდ არ გამოიჩენს.

9. ქალწული

ქალწული ამ ნიშნებს შორის ყველაზე ადვილად მოწონებადი ბუნებით გამოირჩევა. თუმცა, თუკი თქვენ მათ არასწორად მოექცევით, იმ ცუდ მხარეს დაგანახებენ, რომლითაც ისე დაგღეჭავენ და გადმოგაფურთხებენ თითქოს საერთოდ არ გიარსებიათ.

10. ვერძი

ეს ნიშანი წვეულების სულად და გულად ითვლება. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ღალატს, ჭორაობას, საყვარლებს და სიგიჟეს, ყველაფრის ატანა ერთნაირად შეუძლიათ. თუმცა, მაინც უკვირთ რატომ არ ხვდებიან საბოლოოდ სამოთხეში.

11. თხის რქა

ეს ზოდიაქოს ნიშანი პრობლემებს არ ქმნის, თავად არის პრობლემა. არ სურთ კარგი რამეების კეთება, რადგანაც უფრო ამაღელვებელია აკეთო ცუდი. „კარგი გოგოები სამოთხეში მიდიან, მაგრამ ცუდები მიდიან იქ, სადაც სურთ!“ ეს მათი ცხოვრების დევიზია.

12. მორიელი

ეს ნიშანი ჯოჯოხეთიდან დაბრუნებულს ჰგავს. კარგი რამეების კეთება მათი სფერო არაა და უბრალოდ სურთ საკუთარი მოთხოვნები დაიკმაყოფილონ. მათი სექსი საკმაოდ გიჟურია, ისეთი, პორნო ვარსკვლავებსაც რომ შეშურდებათ. სადაც შეხვდებით, გართობის მაღალ დოზას მიიღებთ, რა თქმა უნდა, ისეთს, რომელიც ლეგალურობის საზღვრებს სცდება.


Like it? Share with your friends!

220
7 shares, 220 points