1. ქალწული

როდესაც ქალწულს ვინმე უყვარდება, ისინი ფიქრობენ რომ ცხოვრებისეული თანამგზავრი იპოვნეს. ისინი არაფერზე არ ფიქრობენ საკუთარი პარტნიორის დაკმაყოფილების გარდა, ამ აურზაურში კი საკუთარი გრძნობებიც კი ავიწყდებათ. ასეთი ძლიერი სიყვარულის გამო, ისინი ხშირად პარტნიორის უარყოფით თვისებებს ვერც კი ამჩნევენ და ვერც იმას, როგორ იყენებენ ისინი ქალწულს. საბოლოოდ ისინი იმედგაცრუებულები რჩებიან, თუმცა ემოციების კონტროლს მაინც ვერ სწავლობენ.

2. ტყუპები

ტყუპებს ყოველთვის ღრმა გრძნობები ამოძრავებთ და როდესაც სიყვარული იპყრობით, ყოველთვის სჯერათ რომ ეს მთელი ცხოვრება გაგრძელდება, თუმცა სამწუხაროდ ცდებიან. მამაკაცების უმრავლესობას უბრალოდ მათი გამოყენება სურთ და მეტი არაფერი. ტყუპები ურთიერთობაში ყოველთვის თვითონ დგავენ ზედმეტ ნაბიჯებს მაგრამ სამაგიეროდ იგივეს არ იღებენ. საბოლოოდ მათ ღალატობენ და შორდებიან, თუმცა ტყუპები მაინც არ იცვლებიან.

3. კირჩხიბი

ეს ნიშანი ერთ–ერთი ყლვეზე ემოციური და სენსიტიური ზოდიაქოს ნიშანია. მათ ყოველდღე ახალი ადამიანის შეყვარება შეუძლიათ და ყოველ ჯერზე ეს მათთვის ნამდვილი სიყვარულია. ყოველთვის ჰგონიათ რომ ის ერთადერთი იპოვეს, თუმცა ეს არასდროსაა ასე. კირჩხიბი სწორედ ის ადამიანია, რომელსაც ბევრჯერ ატკინეს გული, თუმცა მაინც არ უშინდება ახალ ადამიანებთან დაახლოებას. მათ ზედმეტად ბევრი სიყვარული აქვთ გასაცემად.

4. მერწყული

ეს ის ნიშანია, რომელსაც შეყვარების პროცესი მოსწონს, თუმცა ეს დიდ ხანს არ გრძელდება. მათ ყოველთვის სჯერათ რომ ის ერთადერთი იპოვეს, მაგრამ საბოლოოდ მერწყულს ღალატობენ და ისე სტოვებენ. მათი პრობლემა ისაა, რომ ყოველთვის სჯერათ იმის, რაც ესმით და მათთვის ყველაფრის დაჯერება ძალიან ადვილია, განსაკუთრებით მაშინ თუკი უყვარხართ. მერწყულის ყველაზე დიდი ოცნება ისეთი ადამიანის პოვნაა, რომელთანაც ოჯახს შექმნის და სამუდამოდ იცხოვრებს, თუმცა ამ მიზნის ასრულების გზაზე ხშირად ტკენენ გულს.

5. თევზები

ამ ნიშანს სრულიად განსხვავებული სიყვარულის წარმოდგენები გააჩნია. თევზები სენსიტიური და ემოციური ნიშანია და მათი გულის მოგება მცირე ყურადღების გამოჩენითაც კი შეიძლება. მათთვის პატარა დეტალებსაც კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს და როდესაც ვინმე უყვარდებათ, ირგვლივ ყველა ავიწყდებათ და მხოლოდ ამ ერთადერთ ადამიანზე ახდენენ ფოკუსირებას. სწორედ ამიტომ რჩებიან საბოლოოდ გულნატკენები, თანაც გვერდით ისეთი ადამიანის გარეშე, რომელიც მათ ანუგეშებს. მიუხედავად იმისა, თუ რამდენჯერ და რა სიძლიერით ეტკინებათ თევზებს გული, მათ ყოველთვის სჯერათ რომ ის ერთადერთი ადამიანი შეიძლება მაინც იპოვონ.


Like it? Share with your friends!

214
3 shares, 214 points