ფოლკლორის მიხედვით, ნაპოლეონი მისი დაბალი ტანის გამო იღწვოდა ძალაუფლებისკენ და ომის გაჩაღებისკენ. უახლესი კვლევების მიხედვითაც, როგორც აღმოჩნდა დაბალი მამაკაცები უფრო აგრესიულები არიან, ვიდრე მაღლები.

ატლანტელმა მეცნიერებმა 600 კაცი გამოიკვლიეს. საკვლევი ობიექტების ასაკი 18 წლიდან 50 წლამდე იყო. როგორც კვლევის შედეგად გაირკვა, ის მამაკაცები რომლებიც თავს ნაკლებად მასკულინურად გრძნობდნენ, სამჯერ უფრო მეტი ალბათობით იყვნენ კრიმინალური საქციელებისა და აგრესიული აქტების ჩამდენნი. მეცნიერების განცხადებით, ეს მამაკაცური სტრესის სინდრომის ბრალია, რომელიც აგრესიას იწვევს.

სოციალური გარემოს სტერეოტიპების გამო, ერთ–ერთი გზა რის გამოც მამაკაცები ნაკლებად მასკულინურად გრძნობეთ თავს, მათ დაბალ სიმაღლეზე გაკეთებული აქცენტია გარშემო მყოფების მიერ. მეცნიერების განცხადებით, დაბალი მამაკაცები უფრო აგრესიულად იქცევიან, რათა საკუთარი სიდაბლე აანაზღაურონ. ეს სინდრომი ნაპოლეონის კომპლექსითაა ცნობილი. ის პირველად 1926 წელს შეისწავლეს ავსტრიელმა ფსიქოანალიტიკოსებმა.

2018 წელს ევოლუციურმა ფსიქოლოგმა მარკ ვან ვუტმა და მისმა მკვლევარების ჯგუფმა აღმოაჩინეს იმის მტკიცებულება, თუ რატომ ახასიათებთ მამაკაცებს ნაპოლეონის კომპლექსი. მათი დასკვნით, დაბალი ადამიანები იქცევიან უფრო აგრესიულად მაღალ მამაკაცებთან ურთიერთობისას, რადგან მათ გააჩნიათ უფრო ძლიერი დაუცველობის შეგრძნება და ასევე მაღალი დონის პარანოია.

ამ კვლევის დროს დაასკვნეს, რომ დაბალი მამაკაცები უფრო ნაკლებად გამოდიოდნენ წყობიდან ვიდრე საშუალო სიმაღლის მქონე ადამიანები. ექსპერიმენტის დროს მონაწილეებს ერთმანეთთან დუელში ცდიდნენ და თანაც ამ სიტუაციაში მათი გულის ცემის რიტმს აკვირდებოდნენ. როგორც აღმოჩნდა, გულის ცემის მონიტორინგის მიხედვით მაღალი მამაკაცები უფრო ხშირად გამოირჩეოდნენ უხეში ტემპერამენტის გამოვლენით და დარტყმით პასუხით.


Like it? Share with your friends!

229
5 shares, 229 points