1. განიხილეთ თქვენს ირგვლივ არსებული სიტუაცია

ეს ტექნიკა უამრავ სიტუაციაშია გამოსადექი. მიაქციეთ ყურადღება გარშემო არსებულ სიტუაციას და გარემოს, ასევე დაათვალიერეთ თქვენი პარტნიორიც. მიაქციეთ ყურადღება მაგალითად იმას, თუ რა წიგნი უჭირავს ამ ადამიანს ან რომელ ყავას მიირთმევს იგი. დაუსვით მას ამ ნივთებზე კითხვე და ასევე მოახსენეთ თქვენი აზრი, ასე დიალოგი მარტივად დაიწყება.

2. აგრძნობინეთ ადამიანებს თავი კომფურტულად თქვენს ირგვლივ

გამოხატეთ ინტერესი იმის შესახებ, თუ საიდანაა წარმოშობით იგი. ეს იმის შეგრძნებას მალავს, რომ დიალოგის წამოწყებას ცდილობთ და ფოკუსს თქვენი პარტნიორისკენ მიმართავს. ასევე უფრო მეტი სალაპარაკო თემა გაგიჩნდებათ, თუკი ორივე ერთი და იგივე ადგილიდან ხართ. თუ მისი მშობლიური მხარის შესახებ არაფერი იცით, ეს უფრო მეტი საუბრის საშუალებას მოგცემთ, რადგან მისი კულტურისა და მსგავსი დეტალების შესახებ შეგიძლიათ გამოხატოთ ინტერესი.

3. ნუ იჩქარებთ პირადი კითხვების დასმას

ამინდი იდეალური სასაუბრო თემაა მოკლე დიალოგისათვის, რასაც ხშირად მნიშვნელოვანი დიალოგიც შეიძლება მოყვეს. ისეთი კითხვები, რომლებზეც მრავალფეროვანი პასუხის გაცემა შეიძლება, საუკეთესო გზაა ხარისხიანი დიალოგის ასაგებად და გასაგრძელებლად, ამიტომ ნუ დაუსვავთ მას სწრაფად პირად კითხვებს და ისაუბრეთ ზოგად თემებზე.

4. მიაქციეთ ყურადღება დეტალებს

ისეთ სამყაროში, სადაც ყველაზე საბაზისო გამაერთიანებლად სოციალური მედიაა ქცეული, ადამიანები გულწრფელი კავშირებისკენ იღწვიან. ხშირად ადამიანებისთვის იმის შესახებ კითხვების დასმა, რაც ზოგადად დიდ ყურადღებას არ იპყრობს, საკმაოდ სასიამოვნოა მათთვის და დიალოგსაც უფრო მრავალფეროვანს ხდის. მაგალითად ჰკითხეთ მას იმის შესახებ, თუ რა იყო მისთვის ყველაზე სასიამოვნო ამ კონკრეტული დღის განმავლობაში. ეს ზოგად პოზოტიურ ინტერესს გამოხატავს და ასევე ადამიანებს საშუალებას აძლევს საკუთარ თავზე უფრო მრავალფეროვნად ისაუბრონ, რაც სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის ორ ადამიანს შორის.

5. გამოიყენეთ იუმორი მთავარ ხრიკად

იუმორი ისეთი რამ არის, რომელიც ბევრმა შეიძლება დააიგნოროს, თუმცა არავის შეუძლია კარგ გაცინებაზე უარის თქმა. იუმორი ადამიანებს აკავშირებს. თუკი კარგი იუმორის გრძნობა გაქვთ, აუცილებლად იხუმრეთ დიალოგის დასაწყისში, რათა სიტუაცია უფრო მშვიდი და ბუნებრივი გახადოთ. თუმცა, ადამიანის გაცნობისას მოერიდეთ ისეთი ხუმრობების თქმას, რომელიც შეიძლება ორაზროვნად იქნას გაგებული და დიალოგის მეორე მხარეს მდგომისათვის შეურაცხმყოფელი გამოდგეს. მთავარია ყველაფერში მიაქციოთ ყურადღება ზომიერებას და არ გადაიტანოთ მთელი აქცენტი ცინიკურ საუბარსა და ირონიულ ხუმრობებზე.


Like it? Share with your friends!

182
2 shares, 182 points