დანიელ სლოსი კომედიანტია შოტლანდიიდან, რომელმაც ბოლო შოუს დროს საკმაოდ ფილოსოფიური მონოლოგი წარუდგინა მაყურებლებს. მან დამსწრეებს სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ ჭკვიანური რჩევა მისცა, რის გამოც უკვე 17 ათასმა წყვილმა დაასრულა ერთმანეთთან უსარგებლო ურთიერთობა. ახალგაზრდა დანიელის გამოსვლა ეხებოდა იმას, თუ როგორ ჰგავს ჩვენი ცხოვრება ფაზლს გავს, რომლის აწყობის დროსაც სათითაოდ ვიწყებთ შერჩევას მეგობრების, ოჯახის, სიყვარულისა და სამსახურის ნაწილებით. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მთავარი ჩვენი ბედნიერებაა, რომლის ნაწილიც ცენტრში ხვდება.

სხვადასხვა ნაწილების აწყობის ანალოგია ცნობილ კომედიანტს მამამისის მიერ მონათხრობი ისტორიიდან მოჰყავს მაგალითად. სწორედ ამ ინსპირაციული ისტორიითა და მონოლოგით მოახდინა გავლენა მან უამრავი წყვილის ცხოვრებასა და სასიყვარულო ურთიერთობის ბედზე. სლოსის თქმით, ადამიანების უმრავლესობა ვერ აცნობიერებს იმას, რომ სხვებს ასევე ღრმა, კომპლექსური და თავისებური ბუნება გააჩნიათ. მათ არ სურთ დაივიწყონ საკუთარი პრინციპები იმისათვის, რომ სხვის წარმოდგენებს მოერგონ.  თქვენც გაბრაზდებოდით თუკი ვინმე ამის გაკეთებას გთხხოვდათ. თუმცა თუკი ერთმანეთი მოგწონთ, შეიძლება ამის გაკეთებაც მოგინდეთ, რადგან სიყვარული და ინტერესი გამოძრავებთ. ამის შემდეგ შეიძლება პირველი რამდენიმე წელი ყველაფერი ისე იყოს როგორც გსურთ, თუმცა დრო არაფერს ნიშნავს. თქვენ შეიძლება 2, 5 ან 10 წელი გაატაროთ ადამიანთად და მიხვდეთ, რომ სრულიად სხვა რამ გსურთ. სწორედ ეს არის ის მომენტი, როდესაც თქვენ თავს უნდა ჰკითხოთ ორი მნიშვნელოვანი კითხვა: “პირველ რიგში, ვაცნობიერებ თუ არა იმას რომ 2, 5 ან 10 წელი გავფლანგე ჩემი ცხოვრებიდან? და მეორე რიგში, მსურს თუ არა ასე გავფლანგო დარჩენილი სიცოცხლის წლებიც? ”

დანიელმა საბოლოოდ ჩამოაყალიბა ის აზრი, რომ არ უნდა ავყვეთ იმ სოციალურ მოდელს, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ურთიერთობის გამო აუცილებლად უნდა შევიცვალოთ. ამ დროს უნდა ვთქვათ: ” თუ ადამიანს არ ვუყვარვარ ისეთი როგორიც ვარ, ესეიგი მას მთლიანი მე არ უყვარს. მათ უყვართ მხოლოდ ის ყალბი ჩემი იდეა, რომელიც საკუთარ თავში შექმნეს. ის სრულიად არ არის ჩემი ბრალი, რომ მე მათ წარმოდგენებს არ შევესაბამები”

 


Like it? Share with your friends!

197
4 shares, 197 points