სოციალურ ქსელში ფოტოების ხშირი გაზიარება

თქვენ გამუდმებით ტვირთავთ ფეისბუქზე ან სხვა სოციალურ ქსელში თქვენს ფოტოს. გაქვთ მოთხოვნილება, რომ ყველას გააცნოთ თქვენი ახალი მაკიაჟის ყოველი დეტალი ან ნებისმიერი ცვლილება, რომელიც თქვენ ყოველდღიურობაში მოხდება, მაგალითად ახალი სამოსის ყიდვა და ა.შ

 

გამუდმებული ჩექინები

თქვენ გაქვთ მოთხოვნილება რომ მუდამ გააზიაროთ თქვენი ლოკაცია სოციალურ ქსელში ყველასთან. ზოგჯერ დაჩექინება ნორმალური და მისაღებია, თუმცა თქვენ ამას გამაღიზიანებელი რაოდენობით აკეთებთ. თქვენს გარშემო მყოფებს აფიქრებინებთ, რომ ფეისბუქში ჩექინდებით ყველა ლოკაციიდან, ტუალეტის გარდა.

VIP სტატუსი

როდესაც კლუბში მიდიხართ, ყოველთვის VIP მომსახურებას და მოპყრობას ითხოვთ. ძვირადღირებული სასმელი თქვენი რეპერტუარის განუყოფელი ნაწილია. თქვენ სიკვდილის შემთხვევაშიც კი არ გსურთ ჩვეულებრივ ადამიანებს შორის გამოჩენა.

 

სამყაროს ცენტრი

თუკი ყველას მზერა თქვენს მიმართ არ არის მოპყრობილი, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მეგობრებთან ერთად ხართ წასული გასართობათ, თქვენ თავს ყველაზე უბედურად გრძნობთ. ამის ყველაზე ადვილი ამოსაცნობი ნიშანი ის მომენტია, როდესაც თქვენი მეგობრები თქვენთვის თავის არიდებას დაიწყებენ.

 

კომპლიმენტების მოთხოვნა

თქვენ გამუდმებით გჭირდებათ შექება სხვებისგან. თუკი არავინ გეტყვით კომპლიმენტს, წახვალთ და იკითხავთ გამოიყურებით თუ არა კარგად, ან ხართ თუ არა ლამაზი. თქვენ გჭირდებათ სხვებისგან იმის თქმა, რომ კარგად გამოიყურებით, რათა თავი კარგად იგრძნოთ.

 

მეგობრების დაიგნორება

თქვენ მათი კომპანია მხოლოდ მაშინ გსურთ, როდესაც ეს გიხდებათ. ისინი თქვენ კარგ მეგობრობას გიწევენ, გისმენენ და გეხმარებიან მაშინ, როდესაც ეს გჭირდებათ. ისინი იზიარებენ თქვენს ბედნიერებას, თქვენ კი არასდროს ხართ მათ გვერდით მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

ეს ყველაზე სერიოზულად მისახედი პრობლემაა ზემოთ ჩამოთვლილი სიიდან. მეგობრების არდაფასება მათ დაგაკარგვინებთ გარკვეული დროის შემდეგ. დაანახეთ მათ, რომ თქვენ ისინი გაღელვებთ, მოუსმინეთ და მიაქციეთ ყურადღება მაშინ, როდესაც ეს სჭირდებათ. ცოტახნით მოეშვით თქვენი ფოტოების ჩასწორებაზე ზრუნვას და გამოიყენეთ სოციალური ქსელები უფრო კონსტრუქციული მიზნით. ეკონტაქტეთ თქვენს მეგობრებს და იქონიეთ მათთან უფრო თბილი და ორგანული ახლო კავშირი.


Like it? Share with your friends!

212
1 share, 212 points