კურო

თქვენ დამშვიდება გჭირდებათ. ზედმეტად ხართ შეშფოთებული იმით, თუ რა მოხდება მომავალში თქვენს ცხოვრებაში. რეალურად ამ დონის დასტრესვა არ გჭირდებათ. ყველაფერი კარგად იქნება, როდესაც დამშვიდდებით და ცხოვრების დინებას მიჰყვებით. ასევე უნდა გახსოვდეთ, რო არავინაა იდეალური და თქვენ პარტნიორთან ერთად მუშაობა არ უნდა დაგეზაროთ იდეალური ურთიერთობისათვის.

კირჩხიბი

თქვენ ზედმეტად ემპათიური ხართ და ისეთი ბუნება გაქვთ, რომელიც მუდამ მზადყოფნაში გამყოფებთ სხვების დახმარების საჭიროების შემთხვევაში. ცუდი ის არის, რომ ასეთი ხასიათის გამო შესაძლოა ისეთი ნეგატიური ხალხიც მიიზიდოთ, რომლებიც თქვენს ცუდად გამოყენებას შეეცდებიან ასეთი გულთბილობის გამო. თქვენ ისეთი ადამიანის პოვნა გჭირდებათ, რომელიც მზადაა გასცეს თქვენს მიმართ და პირიქით არ მოითხოვოს ყველაფერი. სწორედ ასე იპოვით ნამდვილ სიყვარულს.

ლომი

თქვენ ნამდვილ სიყვარულს მაშინ იპოვნით, როდესაც მიხვდებით რომ მისი დაგეგმვა ისე არ შეგიძლიათ, როგორც მაგალითად არდადეგებს გეგმავთ ან დაბადების დღეებს. თქვენ ძალიან ორგანიზებული, ამბიციური და ინტელექტუალი ადამიანი ხართ, რის გამოც ყველაფრის გაკონტროლების სურვილი პრობლემად გაქვთ ქცეული. ნამდვილ ურთიერთობას მაშინ წამოიწყებთ, როდესაც ცხოვრების თითოეული დეტალის გაკონტროლებისთვის ბრძოლას შეწყვეტთ.

ქალწული

მთავარი პრობლემა რის გამოც თქვენ ნამდვილი სიყვარულის პოვნა გიჭირთ, თქვენი უზუმო პესიმიზმი და პესიმისტური სიყვარულის აღქმაა თქვენს თვალში. თქვენ ხშირად ზედმეტად ბევრს ფიქრობთ და ზედმეტად აანალიზებთ იმას, თუ რა შეიძლება გაფუჭდეს თქვენს ცხოვრებაში. გეშინიათ ვინმეს გულწრფელად შეყვარების, რადგან გგონიათ რომ იგი აუცილებლად გატკენთ გულს. თქვენ ნამდვილი სიყვარულის პოვნას მაშინ შეძლებთ, როდესაც სიყვარულის იდეაზე პოზიტიურად ფიქრს დაიწყებთ.

 

მერწყული

თქვენ მაშინ შეძლებთ სიყვარულით სავსე ურთიერთობით დატკბობას, როდესაც თავდაცვის მექანიზმებს დაბლა დაწევთ და საკუთარი თავის დაცვაში უდიდეს ენერგიას აღარ დახარჯავთ. რათქმაუნდა, ნორმალურია თქვენს თავზე ზრუნვა, რადგან არავის სურს დაზიანების მიღება, თუმცა ზედმეტად ღელვა ამ საკითხზე უფრო ცუდია თქვენთვის. უნდა შეეშვათ იმ ადამიანების მიმართ ჩაკეტვას, ვინც თქვენს გაცნობას ცდილობს და პაემანზე გპატიჟებთ, რადგან ასე შეუძლებელი იქნება ურთიერთობის დასერიოზულება. უნდა შეეგუოთ იმ ფაქტს, რომ როგორც არ უნდა ეცადოთ, ყოველთვის რჩება იმის შანსი, რომ გული გეტკინებათ. სწორედ ამიტომ სჯობს ცხოვრებით სიამოვნების მიღებაზე უარი არ თქვათ და ახალი პარტნიორების მიმართ უფრო დიდი ოპტიმიზმური განწყობით იყოთ მომართული.


Like it? Share with your friends!

249
5 shares, 249 points