ლომი & კირჩხიბი

ლომი და კირჩხიბი ერთმანეთისთვის იდეალურები არიან, მაგრამ მხოლოდ თეორიულად. მათ ერთმანეთთან ნატურალური ქიმია იზიდავთ, თუმცა ამის მიღმა არსებული რეალობა საკმაოდ მახინჯია. ლომებს სურთ ისეთ ურთიერთობაში იყვნენ, სადაც თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ. კირჩხიბებს სერიოზული ურთიერთობა სურთ, რომლის დროსაც პარტნიორისგან ღრმა ემოციებსა და ნამდვილ გრძნობებს მიიღებენ საპასუხოდ. შესაბამისად, ლომები ზედმეტად კრიტიკულები არიან და კირჩხიბები კი ყველანაირ კრიტიკას ზედმეტად სერიოზულად აღიქვავენ, თანაც საკმაოდ ადვილად გრძნობენ თავს შეურაცხყოფილად. გარკვეული დროის შემდეგ კირჩხიბი ამის გამო აგრესიულ თვისებებს ამჟღავნებს და სწორედ ეს ამთავრებს ურთიერთობას საბოლოოდ.

სასწორი & კურო

ეს კომბინაცია არ მუშაობს მათი ზედმეტი მსგავსების გამო. ზოდიაქოს ეს ნიშნები ზედმეტად გვანან ერთმანეთს და სწორედ ამიტომ არ მუშაობს მათი ურთიერთობაც. ისინი ზედმეტად ადვილად ხედავენ ერთმანეთის ნაკლოვანებებს, რადგან ეს მათთვის სარკეში ჩახედვას გავს.

ორივე მათგანი ძლიერი შემართებით გამოირჩევა, თანაც ზედმეტად უყვართ რომანტიკა. კუროს ძლიერი ერთგულება ზედმეტად მკვეთრია გართობისა და სოციალური სასწორისთვის, ხოლო სასწორს სურს მუდამ თვითონ იყოს მართალი, რაც კუროს ნერვებზე მოქმედებს. ამ წყვილისთვის კომპრომისების მიღწევა შეუძლებელია.

მშვილდოსანი & კირჩხიბი

რეალურად სრულიად ალოგიკურიც კია ამ ორი ნიშნის ერთად ყოფნა, რადგან მათ არაფერი არ აქვთ საერთო. კირჩხიბები სახლში ყოფნის მოყვარული და დიასახლისის ტიპის ადამიანები არიან, რომლებისთვისაც მათი პარტნიორისადმი თავის მიძღვნა ჩვეულებრივი მოვლენაა. მშვილდოსანისთვის კი სრულიად საპირისპიროა მთავარი. ისინი აღმოჩენების მოყვარულები არიან და მოგზაურობა და ახალი ადგილების ნახვა მათთვის საუკეთესო გართობაა. ამ განსხვავების მიუხედავათ მათ ერთმანეთი შეიძლება მაინც ძალიან უყვარდეთ, თუმცა ასეთი ურთიერთობა გრძელვადიანი ფიზიკურად ვერ იქნება.

 

ტყუპები & თევზები

თევზები ზედმეტად ეგოისტები არიან მაშინ როდესაც საქმე სასიყვარულო ურთიერთობას ეხება. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ პარტნიორი მთლიანად მხოლოდ საკუთარი თავისთვის უნდათ. მეორეს მხრივ, ტყუპები თავგადასავლების მოყვარულები არიან და ძალიან დიდი ენერგიით გამოირჩევიან. მნიშვნელოვანი ის არის, რომ თევზებს არ სურთ ტყუპების გაყოლა და თუკი მაგალითად ტყუპები ბოლო წამს შეცვლიან გეგმებს, თევზები ამის გამო გულნატკენები დარჩებიან.  თევზები ზედმეტად სენსიტიურები და სენტიმენტალურები არიან, რის გამოც ტყუპების მიერ დაუფიქრებლად ნათქვამ ან გაკეთებულ რამეში ყოველთვის არარეალურად ღრმა და ორმაგ აზრს ხედავენ, რის გამოც ხშირად ბრაზდებიან და გულიც ტკივათ.


Like it? Share with your friends!

229
7 shares, 229 points