ქუსლის კომფორტული სიმაღლე ყოველდღიური ხმარებისთვის

 

  • ყველაზე მარტივი რჩევა ექიმების რეკომენდაციის გამოყენებაა – მათ სჯერათ რომ ყოველდღიურად გამოყენების შემთხვევაში ქუსლის სიმაღლე 4 სანტიმეტრს არ უნდა აჭარბებდეს. ეს სიმაღლე ყველაზე ნაკლებად საზიანოა და ხერხემალზე ზეწოლას ამცირებს, რაც ძვლების ზედაპირის გაუხეშებას გარიდებთ თავიდან.
  • ასევე კიდევ ერთი გასათვალისწინებელი დეტალი კომფორტული ფეხსაცმლის შერჩევისას ქუსლსა და ფეხსაცმლის ძირს შორის არსებული დისტანციაა. რაც უფრო მაღალია ქუსლი, მით უფრო მოკლეა ეს დაშორება. 6 სანტიმეტრიანი დისტანცია ყველაზე უსაფრთხოდ ითვლება, ეს თქვენს ფეხს სწორად დგომის საშუალებას აძლევს.

აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტები

  • ზომა. იმისათვის რომ თავიდან აირიდონ ფეხის ტკივილი, ქალები ხშირად ერიდებიან თავის ზომაზე უფრო პატარა ფეხსაცმლის ხმარებას და ეს სწორიცაა. ყოველთვის სჯობს ჩაიცვათ ოდნავ დიდი ზომის ფეხსაცმელი, რადგან ეს მოქცემთ საშუალებას მასში სილიკონის საფენების ჩადების და ფეხის კომფორტის გაზრდის.

  • მასალა. როგორც წესი, ფეხსაცმელები რომლებიც ხელოვნური მასალებისგანაა დამზადებული, საკმაოდ უხეშია და დიდ დროს საჭიროებს იმისათვის, რომ თქვენს ფეხს ზუსტად მოერგოს ხმარებისას და თქვენი თითებისა და ტერფის ნატურალურ ფორმებს მოერგოს. შესაბამისად, როდესაც ფეხის კომფორტზე მიდგება საქმე, ჯობია ნატურალური ტყავისა და ზამშისგან დამზადებული ფეხსაცმელები აირჩიოთ, რადგან ისინი ბევრად უფრო მალე და კომფორტულად იღებენ თქვენი ფეხის ინდივიდუალურ ფორმას ხმარებისას.

ქუსლების სახეობები და ქუსლის პოზიცია. როგორც უკვე აღვნიშნეთ. ფეხი არც ზედმეტად უნდა იყოს შებოჭილი ფეხსაცმლის მიერ და არც ზედმეტად თავისუფლად არ უნდა გქონდეთ იგი. თქვენი ფეხი მარტივად რომ ვთქვათ, ფიქსირებული უნდა იყის თქვენს ფეხსაცმელზე. იმისათვის, რომ გაიგოთ თუ როგორი დონისაა ახალი ფეხსაცმლის კომფორტულობა თქვენს ფეხზე მორგებისას, ნუ იქნებით ზარმაცი და მათი შეძენისას ოდნავ მეტი გაიარეთ მაღაზიაში სარკის წინ. ასევე მიაქციეთ ქუსლის პოზიციას დიდი ყურადღება. ის არ უნდა იყოს გადახრილი, არც შიგნით და არც გარეთა მხარეს. თუ ქუსლი მოხრილი იქნება, იგი ბევრ პრობლემას შეგიქმნით ნაბიჯების გადადგმისას და ასევე მალე გაცვთება.

 


Like it? Share with your friends!

250
3 shares, 250 points