კისერი და მხრები

მიეყუდეთ კარის ჩარჩოს ცალი ხელით, დახარეთ თავი და ეცადეთ შეეხოთ თქვენს მხარს ნიკაპით. შემდეგ დაუბრუნდით ნატურალურ პოზას. გაიმეორეთ ეს მოქმედება ათჯერ, თუმცა არ ეცადოთ ზედმეტად ძლიერად. ამ დროს საჭიროა იგრძნოთ სასიამოვნო სითბო კუნთებში. ამ პროცესის შემდეგ გაიმეორეთ იგივე მეორე ხელით.

ტკივილისა და დაჭიმულობისგან გათავისუფლება. მიეყუდეთ კედელს ზზურგითა და კისრით, ხოლო დააშორეთ მას ქუსლები. დაწიეთ მხრები, გაჭიმეთ ხელები და მიადეთ კედელს. გაშალეთ ხელები კედლის გასწვრივ ისე, რომ მხრები მთელი დროის განმავლობაში ეხებოდეს კედელს.

 

მაჯები

ვარჯიში ოფისში ყოფნის დროს. თქვენ დაგჭირდებათ ორი ბურთი და რეზინის წრე. გამოიყენეთ ეს ნივთები მაჯის გასავარჯიშებლად დღის განმავლობაში რამდენჯერმე, რითაც სახსრებსა და კუნთებს საკმაოდ ეფექტურად გაავარჯიშებთ.

  • გასახურებელი ვარჯიშები მაჯისათვის. გააკეთეთ სხვადასხვა წრიული მოქმედებები თქვენი მაჯით, თუმცა მკლავი ამყოფეთ უძრავ მდგომარეობაში. გაიმეორეთ ეს ვარჯიშები ორივე ხელით.
  • თითების გაჭიმვა. გადააბით თქვენი ხელების საჩვენებელი თითები ერთმანეთს, შემდეგ კი გაქაჩეთ სხვადასხვა მხარეს. გააკეთეთ იგივე ორივე ხელის ყველა თითით.

წელის დაბლითა ნაწილი და უკანალი

ვარჯიში ოფისისთვის. ჩამოჯექით სკამის კიდეზე და გაჭიმეთ ფეხები წინ. ნელა მოხარეთ თქვენი ტანი ფეხის მიმართულებით. არ გადააჭარბოთ ზომას, ამ დროს არ უნდა იგრძნოთ არანაირი დაჭიმულობა და დაძაბვა. გაიმეორეთ ეს მოქმედება ათჯერ და შემდეგ გააკეთეთ იგივე მეორე ფეხით.

ვარჯიში სახლის პირობებში. დაწექით თქვენს ზურგზე და დაიდეთ ბალიში ან დაკეცილი ნაწერი თქვენი კისრის ქვეშ. მოხარეთ მარცხენა ფეხი და დაადეთ მისი კოჭი მეორე მოხრილი ფეხის მუხლს. მოკიდეთ თქვენი ხელები მარჯვენა ფეხის ბარძაყს და მოქაჩეთ თქვენსკენ. თუ ვერ აწვდენთ თქვენს ხელებს ბარძაყის ირგვლივ, შეგიძლიათ ამ დროს პირსახოცი გამოიყენოთ და მას მოეჭიდოთ. ეცადეთ დარჩეთ ამ პოზიციაში 3 წამის განმავლობაში. შემდეგ დაუბრუნდით ნატურალურ პოზას და გაიმეორეთ მოქმედება თავიდან. შემდეგ გააკეთეთ ეს ვარჯიში მეორე ფეხის მხარეს.


Like it? Share with your friends!

232
6 shares, 232 points