თქვენი გარეგნობის შეცვლა

საიდუმლო არ არის რომ თავიდან შეიძლება პარტნიორის გარეგნობით მოიხიბლოთ. ჩვენ ყველას გვიყვარდება ფიზიკური სურათი და მას ისეთს ვიღებთ, როგორიც არის. თუმცა, თუკი თქვენ მოგწონთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ მაგრამ მაინც გადაწყვეტთ რომ შეცვალოთ თქვენი ვიზუალი და მაგალითად დაიწყოთ დილაობით ვარჯიში სირბილით, რათა თქვენი პარტნიორის მიერ შექმნილ მოლოდინებს მოერგოთ, მაშინ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ, არის თუ არა ეს ის ადამიანი, რომელთანაც მართლა გსურთ ყოფნა?

შინაგანი ბუნებისა და პრინციპების შეცვლა

საკმაოდ მაცდურია იმის სურვილი, რომ თქვენი პარტნიორი ისეთ ადამიანად აქციოთ, როგორიც თქვენ გსურთ და ხშირად ამას მართლაც ვცდილობთ ხოლმე. სასარგებლოა თუკი ვინმეს დავეხმარებით მისი უარყოფითი ჩვევის მოშორებაში. თუმცა, რა ხდება მაშინ თუკი თქვენს პარტნიორს თქვენი ჰობი ან პირადი ხასიათის თვისებები არ მოსწონს? უნდა დაფიქრდეთ, თუ რაზეა ლაპარაკი. ზოგ შემთხვევაში მცირე ცვლილებები ურთიერთობის ხათრით მისაღებია, თუმცა ხშირად თქვენი პარტნიორი შეიძლება ზღვარს გადაცდეს. მაგალითად:

  • თუკი თქვენს პარტნიორს არ მოსწონს, რომ კვირა დილას დოლებზე დაკვრით ერთობით, თქვენ შეგიძლიათ ალტერნატიული გასართობი დრო ან ადგილი მოძებნოთ მსგავსი აქტივობისთვის.
  • მაგრამ თუკი თქვენი პარტნიორი საერთოდ წინააღმდეგია თქვენი ჰობის ან რაიმე მსგავსის, აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ ღირს თუ არა ასეთ არაადეკვატურ ადამიანთან მომავალში ურთიერთობის ქონა.

სახლის საქმეების მარტო შესრულება

საიდუმლო არ არის რომ ის დრო წავიდა, როდესაც სახლის საქმეებს ადამიანები სქესის მიხედვით ანაწილებდნენ. თანამედროვე მამაკაცს შეუძლია საჭმლის იდეალურად მომზადება და ქალების უმრავლესობას შეუძლია მილების შეკეთება. სწორედ ამიტომ უნდა შეასრულონ და გაინაწილონ პარტნიორებმა სახლის საქმეები თანაბრად. თქვენ არ უნდა გააკეთოთ ან მოითხოვოთ სახლის საქმის შესრულება სქესის მიხედვით. თქვენ ეს ყველაფერი ერთად შეგიძლიათ გააკეთოთ. მეცნიერებმა დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, რომ წყვილები რომლებიც მსგავს გამოწვევებს ერთად უპირისპირდებიან, უფრო ბედნიერად ცხოვრობენ და უფრო ძლიერი ურთიერთობა აქვთ.

 

ახლობელი ადამიანების დავიწყება

ახლოს მყოფი ადამიანები ყოველთვის მზად არიან მხარი დაგვიჭირონ, მიუხედავად იმისა მარტო ვართ თუ სასიყვარულო ურთიერთობაში ვიმყოფებით. ზოგჯერ მათაც კი ჭირდებათ ჩვენი ყურადღება, ხოლო თქვენს პარტნიორს ეს კარგად უნდა ესმოდეს. ის ემოციები, რომლებსაც ჩვენს ახლო მეგობრებს ან ნათესავებს ვახარჯავთ სრულიად განსხვავდება იმ გრძნობებისგან, რომელსაც პარტნიორის მიმართ გამოვხატავთ. ეს ემოციები არ არის უფრო უარესი ან უკეთესი, უბრალოდ განსხვავებულია. ჩვენ კი გვჭირდება რომ ეს კომფორტული პროცესი იყოს.

ფინანსური დამოუკიდებლობის არქონა

საკმაოდ კარგი და კომფორტულია საერთო საბანკო ანგარიშის ქონა, თუმცა თქვენ შეგიძლიათ პირადი ანგარიშიც გქონდეთ. ეს არ არის ღალატი და არც უგუნურება, უბრალოდ შანსია იყოთ დამოუკიდებელი ისეთ რთულ სიტუაციებში, რომლებიც მრავლად გვხვდება ცხოვრების მანძილზე. თუკი ფინანსურ სტაბილურობას გრძნობთ, თქვენ უფრო ადვილად ზრუნავთ თქვენს ურთიერთობასა და პარტნიორის გრძნობებზეც.

 


Like it? Share with your friends!

267
22 shares, 267 points