თქვენ იღებთ პატივისცემას სხვებისგან

მამაკაცების უმრავლესობა ფიქრობს, რომ რაც უფრო მეტი ქალი ეყოლებათ, მით უფრო მეტ პატივისცემას დაიმსახურებენ სხვა კაცებისგან. ეს ყველაფერი მაჩოს იმიჯის შენარჩუნებას ეხება, რადგან ერთ ქალთან დარჩენა ქალაჩუნობას უდრის. თუმცა რეალურად თუკი თქვენ ერთგულ პარტნიორს უღალატებთ, თქვენ პატივისცემას როგორც მისგან, ასევე გარშემო მყოფი ადამიანებისგანაც დაკარგავთ. ერთგულად დარჩენა ნიშნავს რომ პატივსაცემი და მისაბაძი ადამიანი ხართ, ნამდვილი მამაკაცი რომელმაც იცის როგორ დააფასოს ქალი.

ქმნით უფრო უკეთეს სახლის ატმოსფეროს ბავშვებისთვის

თუ დაქორწინებული ბრძანდებით, უნდა გესმოდეთ რომ თქვენი პარტნიორის მიმართ ერთგულების გამოჩენა პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენს შვილებზე. ყველაზე საუკეთესო რამ, რაც თქვენი შვილებისთვის შეიძლება გააკეთოთ, ეს იდეალური ატმოსფეროს შექმნაა სახლში არაეგოისტი, თავდადებული და ერთგული მამაკაცის სამაგალითო მოდელად ყოფნით.

თქვენ ხდებით უკეთესი ადამიანი

ამას ერთი შეხედვით ახსნა არ სჭირდება, თუმცა მაინც ღირს განსახილველად, რადგან საკმაოდ მნიშვნელოვანი ასპექტია. ერთ ქალთან დარჩენით და მისი ერთგულებით თქვენ ავტომატურად მაშინვე ხდებით უფრო უკეთესი ადაიანი. თქვენ აღარ იმართებით ტოქსიკურობით, ტყუილებით და მანიპულაციებით, რომელიც თქვენი საუკეთესო მეს გამომჟღავნების შანსს ანადგურებს. თქვენი სიტყვის ადამიანად ყოფნით ხდებით უფრო პატივსაცემი და უკეთესი პიროვნება.

 

იუმჯობესებთ ჯანმრთელობას

დიახ ეს მართლაც დამტკიცებული ფაქტია. მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანები რომლებიც ერთგულად რჩებიან გრძელვადიან სასიყვარულო ურთიერთობებში და თავდადებას იჩენენ საკუთარი პარტნიორის მიმართ, უფრო ნაკლები პროცენტულობით არიან დიაბეტის, ჰიპტერთენზიისა და გულის შეტევების რისკის ქვეშ. ასე რომ თუკი მომავალში ისევ დაფიქრდებით იმაზე, თუ დარჩეთ თუ არა თქვენი პარტნიორი ქალის ერთგული, გაიხსენეთ რომ არასწორმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა მოგკლათ როგორც მენტალურად, ისე ფიზიკურადაც.

 

თქვენ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ საუკეთესო მეგობარი

თქვენი საყვარელი ადამიანისთვის ღალატი იმას ნიშნავს, რომ მის თვალში კარგავთ ყველა იმ პოზიციას, რაც აქამდე გეკავათ. თქვენ არამარტო უშვებთ შანსს იყოთ თქვენს შეყვარებულთან ან ცოლთან, არამედ ეს იმას ნიშნავს რომ კარგავთ თქვენს საუკეთესო მეგობარსაც. ერთგულად დარჩენის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ თქვენი საუკეთესო მეგობარი და ისიამოვნოთ იმ დადებითი ასპექტებით, რომელსაც ჯანსაღ სასიყვარულო ურთიერთობაში ყოფნა გთავაზობთ. არაფერია იმ გრძნობაზე უფრო უარესი, როდესაც რაიმე მძიმე ნაბიჯს გადადგავთ და შემდეგ მოულოდნელად გააცნობიერებთ, რომ ეს სრულიად არასწორი გადაწყვეტილება იყო.


Like it? Share with your friends!

189
57 shares, 189 points