1.  ხშორად გაქვთ ისეთი ურთიერთობა რომელშიც თქვენი გრძნობები სათანადოთ არ ფასდება?

ერთმანეთის გრძნობების დაფასება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია მაშინ, როდესაც რომანტიულ ურთიერთობაზე ვსაუბროთ. ჯანსაღი ურთიერთობის ქონა ორ ადამიანს ამის გარეშე არ შეუძლია და თუკი მსგავს დამოკიდებულებას ვერ ხედავთ თქვენი პარტნიორისგან, აუცილებლათ გადაგიყვარდებათ იგი.

ზედმეტად დიდი მოლოდინები გაქვთ პარტნიორის მიმართ?

ზოგჯერ სიყვარულის შეგრძნება გიქრებათ მხოლოდ იმ დიდი მოლოდინების გამო, რომელსაც ურთიერთობის დაწყებამდე იქმნით. როდესაც ვინმე ახალ ადამიანს ხვდებით, მასთან გატარებულ მომავალზე უკვე წარმოდგენებს იქმნით გონებაში, რადგან გეშინიათ რომ რაიმე არასწორად მოხდება თქვენს ცხოვრებაში და ყველაფერი ცუდად დამთავრდება. თუმცა, ასე მოქცევით თქვენ პოტენციურ იმედგაცრუებას აძლევთ შანსს გაჩნდეს თქვეს ცხოვრებაში, რაც სიყვარულის გაქრობას იწვევს.

ყოველთვის ძლიერად ცდილობთ შეცვალოთ თქვენი პარტნიორი?

რათქმაუნდა ნორმალურია ის, რომ შეიძლება თქვენი პარტნიორის ყველა დეტალი არ მოგწონდეთ, თუმცა არ არის ნორმალური მათ შეცვლაზე ზედმეტი მონდომებით და დრამატულად ზრუნვა. ეს წარსულში განცდილი არასწორი მოპყრობის ბრალია თქვენი პარტნიორების მხრიდან, რის გამოც ცდილობთ აღარ იყოთ არასწორ ადამიანთან და მის გამოსასწორებლად ყველაფერს აკეთებთ.

 

ყოველთვის თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს და წირავს ურთიერთობის გადასარჩენად?

თქვენ შეიძლება სიყვარულის შეგრძნება გაგიქრეთ მაშინ, როდესაც ვეღარ აუდიხართ უდიდესი მსხვერპლების გაღებას საკუთარი ურთიერთობის გადასარჩენად. თქვენ სისტემატიურად იგონებთ გამამართლებელ მიზეზებს თქვენი პარტნიორის მიერ მსგავსი დამოკიდებულების ნაკლებობის თაობაზე. თქვენ არ გგონიათ რომ პრობლემები თავისით მოგვარდება მაგიურად და სწორედ ეს გიქმნით ყველაზე დიდ დისკომფორტს. ამის გამო ურთიერთობის გაფუჭება ხშირად საკმაოდ ადვილი და დასანანია, ამიტომაც აუცილებელია დიდი ყურადღება მიაქციოთ პირველ რიგში საკუთარ ემოციურ მდგომარეობას და ამის შემდეგ შეაფასოთ ურთიერთობის მდგომარეობა.

 

ხშირად იხიბლებით ისეთი ადამიანებით, რომლებიც საკუთარ ჭკუაზე გატარებენ?

მათი შეყვარება ვინც მათ ჭკუაზე გატარებენ იმითაა გამოწვეული, რომ უდიდესი მოთხოვნა გაქვთ იყოთ საჭირო და მოსაწონი.  თავს კარგად გრძნობთ მაშინ როდესაც გასცემთ და გავიწყდებათ საკუთარი ბედნიერება. თქვენ არ გახსოვთ ის ფაქტი, რომ სიყვარული უნდა იყოს ორმხრივი და მხოლოდ ვინმესთვის სიამოვნების მინიჭება ჯანსაღ ურთიერთობას არ უდრის. ხოლო როდესაც გააცნობიერებთ, რომ მხოლოდ თქვენ ხართ ისეთი ვინც ყველაფერს აკეთებს მეორე ადამიანისთვის და სანაცვლოდ არაფერს იღებს, მაშინვე იცლებით სიყვარულისგან.


Like it? Share with your friends!

247
247 points