როდესაც თქვენ ძლიერ ქალს გულს ტკენთ, ამის საპასუხოდ მისგან ჯოჯოხეთს ელით. იცით რომ მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია და გრძნობთ რომ ძალიან უნდა გეშინოდეთ, რადგან როდესაც ძლიერ ქალს ანაწყენებ, ყველაზე უარესს ელოდები საპასუხოდ. თქვენ იცით რომ იგი უშიშარია. თუმცა რეალურად ეს ძალიან არასწორი აზრია, ძლიერი ქალი არასდროს ითხოვს შურისძიებას.

იგი არ დაეშვება თქვენს დონეზე და არ მისცემს საშუალებას იმ ყველაფერს რაც თქვენ მას გაუკეთეთ, იქონიონ გავლენა იმაზე თუ რას წარმოადგენს ის და როგორი პიროვნებაა თვითონ. იგი არ მისცემს საკუთარ თავს საშუალებას იქცეს თქვენნაირად.

მიუხედავად იმისა, თუ რამხელა ემოციურ ტკივილს განიცდის იგი, მაინც მოახერხებს აკრიფოს გატეხილი გულის ნაწილები და შეაწებოს ისინი ხმის ამოუღებლად და ღირსეულად. იგი არ გაიქცევა თქვენ რომელიმე მეგობართან დასაწოლად და არ დათანხმდება რომელიმე მსგავსი ხერხის გამოყენებაზე თქვენს წინააღმდეგ.

იგი არც იმ გოგოს არ დაუწყებს თვალთვალს, რომელთანაც მას უღალატეთ თუკი ამას ეხება თქვენი პრობლემა და არც თქვენს ახალ შეყვარებულთან არ გაიქცევა იმის სათქმელად, თუ როგორი ცუდი ადამიანი ხართ.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ასეთი ქალი არ დახარჯავს თქვენზე არც დროს და არც ენერგიას, რადგან ეს ყველაზე ბოლო რამ არის, რასაც თქვენ იმსახურებთ. იგი აცნობიერებს როგორი ცუდი ადამიანიც ხართ და აღარ აპირებს საკუთარ ცხოვრებაში თქვენს დატოვებას.

მას აღარ უნდა თქვენზე ფიქრში ერთი წამის დახარჯვაც კი, მიუხედავად იმისა ეს ფიქრები თქვენს განადგურებას ეხება თუ არა. შესაბამისად, თქვენთვის პასუხის დაბრუნების მაგივრად იგი ცხოვრებას აგრძელებს და ნებას აძლევს კარმას საკუთარი გასაკეთებელი ქნას.

იგი სრულიად ამოგიღებთ საკუთარი ცხოვრებიდან და ისე გააგრძელებს ცხოვრებას, თითქოს თქვენ არც კი არსებობდით მის გვერდით. შესაბამისად, იმის მაგივრად რომ საკუთარი თავის შეწუხების ნება მისცეს იმას, რაც მას გაუკეთეთ, იგი სრულიად გათავისუფლდება ყოველგვარი ბოღმისგან და წყენისგან რასაც კი გრძნობს. იგი სამაგიეროს გადახდის მაგივრად უფრო დიდი პიროვნების იერს მოირგებს და საუკეთესო მომავალს გისურვებთ.

 


Like it? Share with your friends!

204
49 shares, 204 points