სწორი მამაკაცის გვერდით ყოფნისას თქვენ არ გრძნობთ საჭიროებას არცერთი საკუთარი ნაწილის დამალვის და არ ფიქრობთ იმაზე, თუ რა ადგილს უნდა იკავებდეთ ამ ცხოვრებაში. ყველა კითხვის პასუხი მაგიდაზეა და თქვენი მამაკაციც დარწმუნებით იზრუნებს იმაზე რომ ყველასთვის ცნობილი იყოს თუ როგორ ძლიერად უყვარხართ მას.

თქვენ ის არასდროს გაგრძნობინებთ თავს ზედმეტ ტვირთათ, რადგან საუკეთესო რამ ხართ რაც კი მის ცხოვრებაში გაჩენილა. თქვენთან ერთად საერთო გეგმების დაწყობა მისთვის ფავორიტ ასპექტს წარმოადგენს და არასდროს გაქვთ სანერვიულო მის განზრახვებზე.

თქვენ არასდროს გჭირდებათ მისთვის ხვეწნა რათა დრო გამონახოს თქვენთვის, რადგან თქვენთან ერთად ყოფნა მისთვის საუკეთესო მომენტია. მან კარგად იცის რა ხდება თქვენს გულში და ამ ურთიერთობას არასდროს მიიღებს დამსახურებულად. იგი ზედმეტად გაფასებთ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი წყალში გადაყაროს. ის აფასებს თქვენს ინტიმურობას და რასაც თქვენ ორი ერთად აკეთებთ, არასოდეს წამოცდება სხვასთან. როდესაც მას თქვენთან ყოფნა სურს, ეს ყველაფერი ბუნებრივია, იგი უბრალოდ თქვენთანაა. წერტილი. არანაირი მიზეზები და ახსნები, არანაირი გადაგდებები, იგი უბრალოდ თქვენს გვერდითაა. როდესაც სწორ მამაკაცთან ერთად ხართ, ყოველთვის გაქვთ მნიშვნელოვანი ნაწილი მის ცხოვრებაში.

მისთვის საწინააღმდეგო სიტუაცია ბავშვურობას უდრის. მას უყვარხართ, თქვენც გიყვართ იგი და სანამ ასეთი კომუნიკაცია გაქვთ ერთმანეთში, ამ კავშირს ვერაფერი დაანგრევს. როდესაც თქვენ მოწყენილი ხართ და ლაპარაკის ხასიათზე არ ხართ, იგი ამას ყოველთვის გრძნობს. ამას იგი ინტენსიური სულიერი კავშირის წყალობით ხვდება. ამის გამო იგი არასდროს დაგტოვებთ მარტო, როდესაც ცუდად ხართ. მიუხედავად იმისა, შეუძლია თუ არა მას დახმარება, იგი ყოველთვის თქვენს გვერდით იქნება და საკუთარ მხარს შემოგაშველებთ.


Like it? Share with your friends!

305
7 shares, 305 points