ვერძი და სასწორი

ეს ორი ადამიანი არამარტო შეყვარებულები, არამედ საუკეთესო მეგობრებიც იქნებიან, მათი სიყვარული კი წმინდა და ძლიერი იქნება. როდესაც ისინი ოთახში შემოვლენ, პოზიტიურ ენერგიას მაშინვე იგრძნობთ და თანაც ადვილად შეამჩნევთ, რომ ისინი არანაირ ნიღაბს არ ეფარებიან და ნამდვილი გრძნობით აღელვებთ ერთმანეთი. მათ მოსწონთ თავისუფალი დროის ერთად გატარება, თუმცა ასევე ერთმანეთს საკმარის დროს აძლევენ საყვარელ ადამიანებთან ყოფნისათვის. ამ წყვილს შურის ურთიერთგაგების საუკეთესო დონეა.

ტყუპები და მერწყული 

ზოდიაქოს ნიშნების ეს წყვილი სამოთხეშია შექმნილი. ისინი ერთმანეთისთვის არიან დაბადებული. ისინი საყვარლები არიან როდესაც ერთმანეთის ფრაზებს ასრულებენ და ერთმანეთს საყვარელი ზედმეტსახელებით მიმართავენ. ისინი არიან ადამიანიები, რომლებიც პირველივე წამიდან უგებენ ერთმანეთს და მათი სიყვარული ღრმა და უანგაროა მანამ, სანამ ისინი ცოცხლობენ ამ დედამიწაზე.

ისინი უდიდეს ემპათიას გრძნობენ ერთმანეთის მიმართ, შესაბისად როდესაც ერთი პარტნიორი მოწყენილია, მეორე ცდილობს მას ხასიათი გამოუკეთოს ნებისმიერ ფასად. ამიტომ ისინი არ იქცევიან ეგოისტურად ურთიერთობაში და ყოველთვის ეუბნებიან პარტნიორს იმას, რომ მან დრო საკუთარი მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვისაც უნდა გამონახოს.

ეს წყვილი იდეალურად შეეფერება ერთმანეთს რადგან მათ იციან რომ ადამიანებს ზოგჯერ შეცდომების დაშვება შეუძლიათ და ისინი მზად არიან მათ გამოსწორებაზე იმუშაონ, რადგან საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება.

ლომი და თხის რქა 

ჯუნგლების მეფე კარგად ეწყობა თხის რქას რადგან ორივე მათგანს ძალიან უყვართ ძალაუფლება და წარმატება. ისინი არ ამბობენ უარს თავდადებით მუშაობაზე, რადგან მოსწონთ როდესაც გაწეული სამსახურისთვის შექებას იმსახურებენ. ორივე მათგანი ძალიან პროფესიონალია და უყვარს, როდესაც თავის საქმეში საუკეთესოს სტატუსი აქვს. სიყვარულში ისინი ეგოისტები არ არიან და მზად არიან ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რათა პარტნიორი გააბედნიერონ თუკი თვითონაც ბედნიერები არიან. მთავარი ასპექტი ისაა, რომ მათ არ შეუძლიათ სხვის პრობლემებზე იფიქრონ და მათ გადაწყვეტაში მონაწილეობა არ მიიღონ. ამიტომ ისინი ყოველთვის ბოლომდე უბიძგებენ საკუთარ პარტნიორს გახდეს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია და შესაბამისად ამაყები და ბედნიერები ხდებიან, როდესაც საკუთარო შრომის შედეგს ხედავენ.

ლომის და თხის ურთიერთობა ასევე იმიტომაცაა სამაგალითო, რომ ამ ზოდიაქოს ნიშნებიდან ორივეს მოსწონს საკუთარი პარტნიორის წარმატების აფიშირება და ამის შესახებ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან საუბარი. პარტნიორისგან ასეთი დაფასება კი ურთიერთობაში პატივისცემას აჩენს.


Like it? Share with your friends!

213
9 shares, 213 points