ვერძი

დამოკიდებულება: კონკურენცია

ყოველთვის საუკეთესოობისკენ სწრაფვა კარგი თვისებაა, თუმცა როდესაც ეს სურვილზე მეტად შინაგან მოთხოვნად იქცევა, ზღვარს ცდებით. ვერძებს ყოველთვის და ყველაფერში პირველობა სურთ და ლიდერობა კარგადაც გამოსდით, თუმცა ამის მისაღწევად ხშირად ზედმეტად ბევრ ენერგიასა და დროს ხარჯავენ.

კურო

დამოკიდებულება: ფული და ფუფუნება 

საიდუმლო არ არის რომ კუროებს ძვირფასი რაღაცეები მოსწონთ. თქვენ თავდადებით მუშაობა და იდეალური კარიერის აწყობა შეგიძლიათ, თუმცა მხოლოდ ერთი მიზნით – გსურთ მოაგროვოთ ბევრი ფული, რათა ძვირადღირებულ მოგზაურობაში წახვიდეთ და მსგავსი ფუფუნების ასპექტებით ისიამოვნოთ.

ტყუპები

დამოკიდებულება: სულიერი თანამგზავრის პოვნა

ეს არ გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ რომანტიულ ურთიერთობას ეძებთ. თქვენთვის უსიტყვო კავშირის ქონა ადამიანთან, მართლაც, ყველაზე მნიშვნელოვანი სურვილია ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ, მუდამ გსურთ ახალი ადამიანების გაცნობა და ახალი კავშირების დამყარება.

კირჩხიბი

დამოკიდებულება: წარმატება

ძალიან სენსიტიური კირჩხიბი ყოველთვის მზადაა ხმამაღლა თქვას, რომ წარმატება მისთვის მთავარია. ეს დამოკიდებულება თქვენ გიბიძგებთ თავდადებით მუშაობისკენ. თუმცა, წარმატება თქვენთვის მხოლოდ კარიერულ წინსვლას არ გულისხმობს და ეს შეიძლება იყოს როგორც ოჯახთან, ისე ახლო ადამიანებთან დაკავშირებული რამეც.

ლომი

დამოკიდებულება: ძალაუფლება და ყურადღება

ლომები ფიქრობენ რომ რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ყველაფერი სხვებზე უკეთ გამოსდით. თქვენ გაქვთ გიჟური მოთხოვნილება იმისა, რომ იყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება ნებისმიერ ადგილას, სადაც იმყოფებით.

ქალწული

დამოკიდებულება: წესრიგი და ორგანიზება

თქვენი ცხოვრება დისციპლინისა და წესრიგის ირგვლივ ტრიალებს. თქვენ ყველაზე მეტად ადამიანებში პუნქტუალობასა და დისციპლინას აფასებთ, ხოლო ადეკვატური აზროვნების უნარს მხოლოდ ყველაფრის კონტროლი გინარჩუნებთ.

სასწორი

დამოკიდებულება: ბალანსი

თქვენ შეპყრობილი ხართ ცხოვრების ბალანსით. ყოველთვის აანალიზებთ თითოეულ პატარა დეტალს, რათა ყველაფერი დაბალანსებული იყოს. ამის მიღწევას ცდილობთ ლამაზი სამოსით, ძვირფასი სამკაულებითა და ეგზოტიკური მოგზაურობითაც კი.

მორიელი

დამოკიდებულება: ნდობა

თქვენ გსურთ ისეთი ურთიერთობა, რომელიც ნდობასა და ერთგულებაზე იქნება დაფუძნებული. არავის ენდობით მარტივად, მაგრამ როდესაც ვინმე თქვენს ნდობას მოიპოვებს, მას თქვენს მთელ ცხოვრებას ანდობთ.

მშვილდოსანი

დამოკიდებულება: მოგზაურობა

თქვენ ვერძებს ჰგავხართ და მათ მსგავსად თავგადასავლები და უცნობი ასპექტების გამოკვლევა გიყვართ. არასდროს გაშინებთ თქვენი ნივთების მოგროვება და დაუფიქრებლად სამოგზაუროდ წასვლა. მოგზაურობა იდეალური საშუალებაა თქვენთვის იმ მოზღვავებული ენერგიის დასახარჯად, რომლითაც სავსე ხართ.

თხის რქა

დამოკიდებულება: საკუთარი თავი

მოგწონთ თუ არა ამის აღიარება, თქვენში მართლაც არის რაღაც ეგოისტური ძალა. თქვენ ძალიან მოგწონთ საკუთარი თავის მოვლა და ყოველთვის ზრუნავთ იმაზე, რომ კმაყოფილი და ბედნიერი იყოთ. ამის გამო ხშირად სხვების განაწყენებაზეც არ ამბობთ უარს.

მერწყული

დამოკიდებულება: ახალი გამოცდილება

არავის ესმის ის, რომ თქვენ გამუდმებით გჭირდებათ ახალი გამოცდილებების მიღება. გარშემო მყოფები ვერ იაზრებენ იმას, თუ რამდენად ძლიერად იღებთ სიამოვნებას ახალი რაღაცეების გამოცდისას და როგორ სასიამოვნო შეგრძნებს გიტოვებთ ეს თქვენი სხეულის ვენებში.

თევზები

დამოკიდებულება: ცუდი ჩვევები

თევზები უიმედო მეოცნებენი არიან, რომლებიც საკუთარი თავისთვის შექმნილ პატარა იდეალურ სამყაროში ცხოვრობენ. თქვენ არ ხართ სტაბილური პიროვნება და ფეხი მიწაზე მყარად არ გიდგათ. სწორედ ამიტომ ხშირად ხდებით დამოკიდებული ისეთ რამეებზე, რაც თქვენთვის ცუდია, მაგალითად ეს შეიძლება იყოს საჭმელი, აზარტული თამაშები ან ალკოჰოლი.


Like it? Share with your friends!

244
18 shares, 244 points