თქვენ გსურთ იყოთ საუკეთესო და, თუმცა ზოგჯერ ყველაფერი ისე არ გამოდის როგორც თქვენ გსურთ. საკმაოდ ცხელი ტემპერამენტი გაქვთ და ამიტომ უფროსობა გსურთ ყველა საკითხში. გინდათ რომ ყველაფერი ისე გაკეთდეს, როგორც თქვენ გასცემთ ინსტრუქციეს ირგვლივ მყოფი ადამიანების მიმართ. თუმცა, საერთოდ არ ხართ ეგოისტი და თქვენი დისთვის ყოველთვის ის გსურთ, რაც მისთვისაა საუკეთესო. სამწუხაროდ ზოგჯერ არ ფიქრობთ იმაზე, თუ აქვს თუ არა თქვენს დას იგივე აზრი რაც თქვენ.

კურო

თქვენ იდეალური და ხართ. მხიარული და პასუხისმგებლობის მქონე ბუნება გაქვთ, რის გამოც დაზე იდეალურად ახერხებთ ზრუნვას. ყოველთვის იცით თუ რა განზრახვა ამოძრავებს თქვენს დას და ამიტომ იქცევით უფროსებისთვის შესაფერისად და მუდამ ზრუნავთ იმაზე, რომ ყველაფერმა უსაფრთხოდ და მშვიდობიანად ჩაიაროს. თუმცა არასდროს ხართ ის ადამიანი, რომელიც მხიარულებას შლის.

თქვენი მოვალეობაა დის გაფრთხილება და არა მისი გართობის შეწყვეტა. ამასთანავე მოსიყვარულე და კეთილი ხართ, რის გამოც იმ უდიდეს სითბოს, რომელსაც გულით ატარებთ, ყოველდღე თავისუფლად აჩენთ.

კირჩხიბი

თქვენ მცველის კატეგორია ხართ, რის გამოც არასდროს არ უშვებთ იმას, რომ ვინმე დაშავდეს. არც ემოციურად და არც ფიზიკურად. ეს თქვენს წინ არასდროს მოხდება. ზოგჯერ დაცვისას შეიძლება ზედმეტიც მოგივიდეთ, თუმცა ყოველთვის კეთილი განზრახვები გამოძრავებთ. თქვენთვის ოჯახთან და განსაკუთრებით კი დებთან კავშირი ყველაზე ღირებულია. ყოველთვის გსურთ მათთან კონტაქტის შენარჩუნება, რადგან თქვენი ოჯახი და მათ მიმართ სიყვარული ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის თქვენს ცხოვრებაში.

ლომი

არავის შეუძლია თქვენს დებს ავნოს მანამ, სანამ თქვენ ხართ ცოცხალი. მათ დასაცავად ყოველთვის მზად ხართ ყველგან და ნებისმიერ დროს. ყოველთვის გაუმაგრებთ მათ ზურგს და თანაც, არც კი მოითხოვთ ახსნა–განმარტებებს თქვენი დისგან.  მის მიმართ ბრმა და უპირობო სიყვარულს განიცდით. თქვენ საკუთარი დისთვის სამაგალითო პიროვნებას და მისაბაძ მაგალითს წარმოადგენთ.

სასწორი

თქვენ გჭირდებათ საკუთარ დებთან დროის გატარება იმის გამო, რომ იცოდეთ რა ხდება მათ ცხოვრებაში, როგორ გრძნობენ თავს ისინი და აწუხებთ თუ არა რაიმე მათ. ოჯახური ჰარმონია თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რის გამოც ყოველთვის სიმშვიდის დამცველათ ევლინებით გარშემო მყოფებს. ყოველთვის ცდილობთ ჰარმონიული სიტუაცია ჩამოაყალიბოთ, რათა ყველაფერი ნორმალურ სახეს დაუბრუნდეს. ძალიან გძულთ კამათი, ამიტომ მისგან ყოველთვის თავს იკავებთ დებთან ურთიერთობისას.


Like it? Share with your friends!

358
28 shares, 358 points